8 ავიაკატასტროფა, რომლებსაც საფეხბურთო კლუბები შეეწირნენ

ეს პერსონა

ავიაკატასტროფებმა საფეხბურთო სამყარო არაერთხელ  შეძრა. ამ სახის უბედურ შემთხვევებს მრავალი საფეხბურთო კლუბი შეეწირა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 4 წლის წინ მოხდა, თუმცა ამ  და სხვა შემთხვევებზე,  სტატიაში მოგიყვებით.

#1 იტალიური „ტორინო“

1949 წლის 4 მაისს პორტუგალიიდან ტურინის მიმართულებით მიმავალმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.  შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. აქედან 18 პირი,  საფეხბურთო კლუბ „ტორინოს“ ფეხბურთელი იყო.

იმ პერიოდში (კატასტროფამდე) „ტორინომ“ ზედიზედ 4-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. ერთ-ერთი უძლიერესი იტალიური კლუბი  საფეხბურთო ელიტაში მომხდარიდან მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაბრუნდა.

 

#2 მანჩესტერ იუნაიტედის მიუნხენური ტრაგედია

1958 წლის 6 თებერვალს, ცუდი ხილვადობისა და თოვის გამო,  British European Airways-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა. უბედურ შემთხვევას, რომელიც მიუნხენში მოხდა,  23  მგზავრი ესმხვერპლა. დაღუპულთა შორის 8 პირი, ინგლისური კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი იყო. გარდაიცვალა ასევე კლუბის 3 თანამშრომელი და 8 ჟურნალისტი.

ტრაგედიამდე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა თასის ¼ ფინალში სერბული „ცრვენა ზვეზდა“ დაამარცხა. გუნდიდან ავიაკატასტროფას ცოცხალი გადაურჩა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ლეგენდარული მეკარე ჰარი გრეგი, რომელიც თვითმფრინავდან დაშავებული ხალხის გამოყვანა დაიწყო. გრეგმა 12 ადამიანის გადარჩენა შეძლო. 6 თვის  შემდეგ ის „მანკუნიანელებს“ დაუბრუნდა.

 

#3 დანიის ნაკრები

1960 წლის 16 ივლისს, ქალაქ ერესუნის კასტრუპის აეროპორტში დაშვებისას, დანიის ნაკრების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 8 ფეხბურთელი დაიღუპა. მოთამაშეები  ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირისთვის ემზადებოდნენ. ტრაგედიის მიუხედავად, დანიის საფეხბურთო კავშირმა ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი არ თქვა.

 

#4 „ფახთაქორის“ ავიაკატასტროფა

1979 წლის 11 აგვისტოს, დნეპროძერჟინსკთან, ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად, 178 ადამიანი, მათ შორის ტაშკენტური კლუბ „ფახთაქორის“ 17 წევრი დაიღუპა.

გუნდი მინსკში სსრკ-ის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაზე მიფრინავდა. ტაშკენტელები მოსკოვის „დინამოს“ უნდა შეხვედროდნენ. ტრაგედიის შემდეგ, კლუბი სხვა გუნდების წევრებით გააძლიერეს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში საბოლოო შედეგის მიუხედავავად „ფახთაქორისთვის“ გარანტირებული იყო ქვეყნის უმაღლეს ლიგაში თამაში.

 

#5 "ალიანსა ლიმა"

1987 წლის 8 დეკემბერს წყნარ ოკეანეში პერუს საზღვაო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც პერუს საფეხბურთო კლუბმა „ალიანსა ლიმამ“ დაიქირავა. ბორტზე 37 მგზავრი იმყოფებოდა (მოთამაშეები, მწვრთნელები, გულშემატკივრები) და ეკიპაჟის 6 წევრი. კატასტროფას მხოლოდ პილოტი გადაურჩა.

 

#6 ჰოლანდიელი ფეხბურთელები

1989 წლის 7 ივნისს სურინამული ავიაკომპანია Surinam Airways-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 179 მზგავრი დაიღუპა. (ბორტზე სულ 187 ადამიანი იმყოფებოდა)   სურინამული წარმოშობის ჰოლანდიელი ფეხბურთელები ადგილობრივ გუნდებთან სათამაშოდ, ისტორიულ სამშობლოში მიფრინავდნენ. აღსანიშნავია, რომ  ცნობილმა ფეხბურთელებმა-  ფრენკ რაიკარდმა  და რუდ გულიტმა  გამგზავრებაზე უარიბოლო წუთს თქვეს. 

 

#7 ზამბიის ნაკრები

1993 წლის 27 აპრილს ზამბიის ნაკრების ყველა წევრი ავიაკასტროფას ემსხვერპლა. ისინი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაზე მიფრინავდნენ. 30 დაღუპულიდან 18 ფეხბურთელი იყო.

 

#8 ბრაზილიური „ჩაპეკოენსე“

2016 წლის 28 ნოემბერს კოლუმბიაში, ქალაქ მედელინთან ახლოს, თვითმფრინავ Avro RJ-85-ის ჩამოვარდნის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა.  ბრაზილური კლუბმა „ჩაპეკოენსემ“ 20 ფეხბურთელი დაკარგა. კატასტროფას სამი სპორტმსენი გადაურჩა. (ერთს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა)

1
0
0
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top