ტანსაცმლის მაღაზიების 9 მარკეტინგული ხრიკი

ეს პერსონა

საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, მსოფლიოში უდიდესი ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის მაღაზიათა არაერთი ქსელია წარმოდგენილი. ძირითადად ამ მაღაზიებში იყიდება მაღალი მოდის ტანსაცმლის ან აქსესურარების იაფი და მსგავსი მოდელები. მაღაზიების საერთო ბრუნვა მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარს შეადგენს და მათი შემოსავლის მთავარი წყარო, კი მყიდველები ვართ. 

ბრენდული მაღაზიების მარკეტინგული სტრატეგიის გაანალიზებისას იპოვეს რამდენიმე ხრიკი, რომლითაც ისინი მყიდველს იზიდავენ. ჩვენ მათ 9 საიდუმლოს თქვენ გაგიზიარებთ. 

#1 ყველაზე ძვირადღირებული ნივთები შესასვლელშია განთავსებული

მაღაზიებში ძვირი ტანსაცმელი შესასვლელში არის გამოფენილი. ეს იმ გათვლით კეთდება, რომ მყიდველს ის პირველივე დანახვისას მოეწონოს. იდეა იმაშია, რომ თქვენ არ უნდა მოხვდეთ უკანა რიგებში, სადაც გაცილებით იაფი ტანსაცმელია. მაღაზიები ეყრდნობიან ჩვენს იმპულსურ ქცევას: დაინახა, მოეწონა, იყიდა. მყიდველებისთვის, რომლებიც ეძებენ შედარებით იაფფასიან ტანსაცმელს, მათთვის მაღაზიის უკანა მხარეა განკუთვნილი. აქ არის ტანსაცმელი ფასდაკლებით, მაგრამ სანამ იქ მოხვდებით, ახალ კოლექციას უნდა ჩაუაროთ, სადაც  კაბა, ჩანთა, ან  ფეხსაცმელი აუცილებლად მოგეწონებათ და შეძენის სურვილი გაგიჩნდებათ.


#2 ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთები სპეციალურად განალაგეს ერთმანეთთან

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ მაღაზიაში ტრადიციული განყოფილებები არ არის. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და აქსესუარები ერთ სივრცეშია განლაგებული. თქვენ არ გჭირდებათ იფიქროთ, რომელი ფეხსაცმელი უნდა აირჩიოთ, რადგან  მაღაზიის დიზაინერებმა უკვე იფიქრეს თქვენთვის.
რა თქმა უნდა, ასეთი რამ მოსახერხებელია: ეს დაზოგავს თქვენს დროს და დაგეხმარებათ ახალი ტრენდების ძებნაში. მაგრამ ესეც ხრიკია და თქვენ მხოლოდ ფული უნდა გადაიხადოთ.


#3 მათ არ აქვთ რეკლამა, მაგრამ არა ფულის დაზოგვის მიზნით

ხშირად ეს კომპანიები შემოსავლის უმნიშვნელო ნაწილს ხარჯავენ რეკლამირებაზე. ბრენდი ძირითადად არ საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მოდურია.  მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიის მარკეტოლოგებს რამე გამორჩათ, ან არ სჭირდებათ. მათ შეიმუშავეს ბაზრის დასაპყრობად იდეალურად გააზრებული სტრატეგია.
ინვესტირება ხდება ბრენდის კატალოგებში და მაღაზიების ვიტრინების გაფორმებაში, რითაც მყიდველს უჩნდება ექსკლუზიურობის განცდა. რასაკვირველია, ეს ექსკლუზიურობა წარმოსახვითია, უბრალოდ, ისინი თამაშობენ ხალხის მოთხოვნილებებზე, რომ შეიძინონ რაიმე განსაკუთრებული და მყიდველიც წინააღმდეგი არ არის.


#4 ისინი ქვეცნობიერად მოქმედებენ თქვენზე

ასეთი ბრენდები არასდროს გახსნიან მაღაზიას ნაკლებადპოპულარული ბრენდის გვერდით. ქსელის ხელმძღვანელობა ზედმიწევნით აკვირდება თავისი ბუტიკების ადგილმდებარეობას. ისინი იხსნებიან მხოლოდ დიდ სავაჭრო ცენტრებში ან მეგაპოლისების მთავარ ქუჩებზე.


#5 ერთ სეზონზე რამდენიმე ახალი კოლექცია აქვთ

სტრატეგია არის შემდეგი - სწრაფი და მალეფუჭებადი მოდა. ბრენდები ცდილობენ შეცვალონ ჩვენი დამოკიდებულება ტანსაცმლის მიმართ. განსაკუთრებული არაფერია: თქვენ ყიდულობთ ტანსაცმელს, ცოტა ხანში კი  თავიდან იცილებთ.
ყოველ ორ თვეში, ტენდენციები იცვლება, ბრენდი  კი მომხმარებელს ახალ-ახალ კოლექციებს სთავაზობს. თუ რამე მოდური გამოჩნდა, პოდიუმზე, ქუჩებში, თუ ცნობილი ადამიანების ჩაცმულობაში, დარწმუნებული იყავით: მალე ამას მაღაზიაში იხილავთ.




#6 შეიძლება მოგყიდონ პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანაში არ გაიყიდა

ბრენდული მაღაზიების ტანსაცმელი უფრო მეტს მოგზაურობს, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი.  ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ის, რაც არ გაიყიდება ერთ მაღაზიაში, სხვა მაღაზიაში ინაცვლებს. კაბები, შარვლები და პერანგები ადვილად მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში.
მაგრამ, თუ მოდელი სრულიად წარუმატებელი გამოდგა, მაშინ მისი გადამუშავება ისე ხდება, რომ გაუყიდავი კოსტუმების ზოგიერთი დეტალი მეორე ცხოვრებას იძენს.  კომპანიებმა  იციან, როგორ დაზოგონ ფული და არ გადაყარონ  ნივთები, რომლებიც არ გაეყიდა.


#7 ბოლო ერთეული - ბრენდები ხელოვნურ დეფიციტს ქმნიან

ბრენდებმა თავიანთი მომხმარებელი შეაჩვიეს სტილს - "ახლავე თუ არ შეიძენთ ნივთს - მაშინ ვეღარასდროს ნახავთ მას". ეს ნიშნავს, რომ ქურთუკი, რომელიც 10 დღის წინ მაღაზიაში ნახეთ, შეიძლება გაქრეს თაროებიდან და აღარასოდეს გამოჩნდეს. 
ტვინი დაუყოვნებლივ იღებს იმპულსს - "იყიდე სასწრაფოდ". იმპულსური შესყიდვები სასარგებლოა გამყიდველისთვის, მაგრამ მავნებელია მყიდველისთვის.  ბოლოს, უმეტესი ჩვენგანი ვნანობთ ზედმეტ დანახარჯებს.


#8 ფადაკლებით გაყიდვა სპეციალური სქემის მიხედვით ხდება

ფასდაკლების დაწყებამდე ყველა ბრენდი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი რამის გაყიდვას რეგულარულ ფასად. უმეტეს ბრენდულ მაღაზიებში, ფასდაკლებით გაყიდვები წელიწადში 3-ჯერ ხდება: ზაფხულის ბოლოს, ახალ წლამდე და ზამთრის ბოლოს.

ფასდაკლების სეზონის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე, მაღაზიები ივსება წინა კოლექციის ტანსაცმლით, ხოლო ახალი მოდელების მოძებნა საკმაოდ რთულია. ახალი კოლექციების ტანსაცმელს საიდენტიფიკაციო ნიშნები აქვს, ხოლო სხვა ტანსაცმელი ძველი კოლექციიდან არის.


#9 იშოპინგეთ ორშაბათს

მაღაზიებში საქონლის შეტანის დღე ორშაბათია, შესაბამისად, კვირის დასაწყისში ხარისხიანი, დაუზიანებელი და იაფი ტანსაცმლის შეძენის შანსი უფრო მაღალია.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top