სანამ კარანტინია ხეებს ჩაეხუტეთ - ისლანდიელი მეტყევეების რჩევები

ეს პერსონა

სანამ სოციალური დისტანციის ნორმები ადამიანებთან ჩახუტებას კრძალავს, ისლანდიის სატყეო სამსახური ხალხს მოუწოდებს, რომ  ხეებს ჩაეხუტონ.

ჰალარმსტორის ეროვნული ტყე-პარკის რეინჯერები  გულმოდგინედ ასუფთავებენ თოვლით დაფარულ ბილიკებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადგილობრივი სტუმრები სხვა  ადამიანებთან ახლო კონტაქტის გარეშე დატკბნენ ბუნების სილამაზით. მსურველებს ასევე შეუძლიათ ახლოს გაიცნონ ტყის მობინადრე ცხოველები.

„ხესთან ჩახუტება საშუალებაა მოსადუნებლად და განსატვირთად, რის შემდეგაც მზად ხართ ახალი დღისთვის და გამოწვევებისთვის“ - განმარტავს მეტყევე თორ ორფინსონი.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც ახლო კონტაქტი და ჩახუტება რეკომენდირებული არაა, ხეებს შეუძლიათ ეს სიცარიელე შეგვივსონ. აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები, რომ ყველა ერთსა და იმავე ხეს არ ჩაეხუტოს. ის ურჩევს ტყე-პარკის სტუმრებს, რომ უფრო ღრმად გაისეირნონ ტყეში და პირველივე შემხვედრ ხესთან არ გაჩერდნენ.

„არ იჩქაროთ დაუთმეთ 5 წუთი თქვენს თავს.  ხესთან ჩახუტების ენერგია რამდენიმე დღეც კი გეყოფათ" - ამბობს თორი. 
რეინჯერებმა ტყეში 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით მონიშნეს ადგილები, რათა დამთვალიერებლებმა  მშვიდად და უსაფრთხოდ შეძლონ გარემოთი ტკბობა. 

„ამ რთულ დროს, თუკი გარეთ გამოსვლის შესაძლებლობა გვეძლევა, ჯობს ამით ვისარგებლოთ. ჩავეხუტოთ ხეს, დავხუჭოთ თვალები და შევიგრძნოთ მისგან მომავალი სითბო და პოზიტიური ენერგია" - ამბობს რეინჯერის დამხმარე ანა ფორსტეინი.

 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top