ვინ იყვნენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მონარქები - ფაქტები ისტორიიდან

ეს პერსონა

ისტორია ბევრ ცნობას ინახავს ამა თუ იმ მონარქის  სექსუალური ორიენტაციის შესახებ. საზოგადოების დიდი ნაწილი გეი მონარქების მიღებაზე უარს აცხადებდა, ამიტომ უმეტესად ისინი სექსუალურ ორიენტაციას მალავდნენ. თუმცა არსებობდნენ გამონაკლისებიც, რომლებიც ღიად ასახელებდნენ საკუთარ „რჩეულებს“

წარმოგიდგენთ 10 LGBTQ+ მონარქს:

 

#1 ინგლისის დედოფალ ანას რომანტიკული  ურთიერთობა ჰქონდა სარა ჩერჩილთან

სტიუარტების დინასტიიდან ბოლო მონარქს, დედოფალ ანას, 1700-იანი წლების დასაწყისში ურთიერთობა ჰქონდა სარა ჩერჩილთან. ამის გამო ანას "ინგლისის ლესბოსელთა დედოფალს" ეძახდნენ. 
როდესაც დედოფალმა ჩერჩილთან ურთიერთობა გაწყვიტა, ყოფილმა მიჯნურმა ის ღალატში დაადანაშაულა. 

 

#2  რომის პაპმა შეყვარებული/საყვარელი კარდინალად დაასახელა

რომის პაპ, იულიუს მესამეს ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა. გავრცელებული ცნობებით, პაპმა საკუთარ ძმას სთოხვა, მისი მიჯნური შვილად აეყვანა, შემდეგ კი, კარდინლადაც დანიშნა.

 

#3  ედუარდ მეორემ  საყვარელს (კაცს) საცოლის თანდასწრებით აკოცა

სამეფო ოჯახებში სასიყვარულო ურთიერთობების აფიშირებას ერიდებოდნენ, თუმცა ინგლისის მეფე ედუარდ მეორე,  რაინდ პირს გევისტონთან  რომანს არ მალავდა. უფრო მეტიც, მან საყვარელ მამაკაცს,  საკურთხეველთან, საცოლის თანდასწრებით აკოცა.

 

#4  საფრანგეთის მეფე ანრი III დე ვალუა 

ანრი III დე ვალუას, ვალუას დინასტიიდან ბოლო მეფეს, თანამედროვეები სოდომიტს ეძახდნენ. მას მუდმივად თავს ესხმოდნენ სექსუალური გადახვევების გამო, ხოლო ხალხი მისი მმართველობის დროს მომხდარ ყველა უბედურებას ანრის ორიენტაციას აბრალებდა.

თუმცა, ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ჭორები იყო.


#5  ელისაბედ II-ის და

დედოფალ ელისაბედი II-ის უმცროსმა დამ, მარგარიტამ  სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელზე იქორწინა. როგორც მარგარიტა ამბობდა, მას კაცები არ უყვარდა, თუმცა კაცებს უყვარდებოდათ ის. 

სამეფო ოჯახის რეპორტიორმა საკუთარ  წიგნში დაწერა, რომ დედოფლის დას, ბოლო ურთიერთობა აშშ-ის ელჩის ქალიშვილთან  ჰქონდა.

 

#6 ტოსკანას უკანასკნელი დიდი ჰერცოგი ჯანი გასტონე დე’ მედიჩი

ჯან გასტონემ იცოდა, რომ თუკი მას მემკვიდრე არ ეყოლებოდა, მის სამფლობელოს ესპანელი  ბურბონების დინასტია მიისაკუთრებდა. სიტუაციის გამოსასწორებლად ჰერცოგის დამ, ჯანი გერმანელ პრინცესა  ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელზე დააქორწინა. ცოლმა ფლორენციაში გადასვლაზე უარი თქვა, ამიტომ ჯანს პატარა გერმანულ სოფელში წასვლა მოუხდა. წყვილი ერთმანეთს ვერ ეწყობოდა. ჰერცოგმა რომანი გააჩაღა ჯულიანო დამისთან.

ცნობილია, რომ ჯანი გასტონე მამაკაც მეძავებს გაწეული მომსახურებისთვის ფულს უხდიდა. ამ კაცებს რუსპანტებს ეძახდნენ, რადგან ჰერცოგი მათ მონეტებს (რუსპიებს) აძლევდა.

ალბათ არაა საჭირო იმის თქმა, რომ გასტონეს მემკვიდრე არ ეყოლა და მისი სიკვდილის შემდეგ ტოსკანა ესპანელებს ხელში ჩაუვარდათ.


#7  ინგლისის პრინცი ჯორჯი 

პრინცმა დანიისა და საბერძნეთის პრინცესაზე იქორწინა, თუმცა, მას სექსუალური ურთიერთობა  ჰქონდა ამერიკელ სოციალისტთან, კიკი პრესტონთან და არგენტინის ელჩის ვაჟთან,  ხორხე ფერარასთან. 1920-იან წლებში პრინცი ნარკოდამოკიდებული იყო.

 

#8 ალექსანდრე დიდი 

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ალექსანდრე მაკედონელს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა, როგორც ქალებთან, ასევე მამაკაცებთან.

 

#9 ინგლისის მეფე ჯეიმს I ჰომოსექსუალების უფლებებს იცავდა

ჯეიმს I ტახტზე ელისაბედ I ტუდორის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. სამეფო ოჯახის წევრების სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ინგლისში ბევრს საუბრობდნენ. ბევრი ჭორი ვრცელდებოდა მეფის შესახებაც, რადგან ის ჰომოსექსუალთა უფლებებს იცავდა. „გაუმარჯოს დედოფალ ჯეიმს", - ასე ეგებებოდნენ ქუჩაში მეფეს.

 

#10 ლუი XIII 

საფრანგეთის მეფე ლუი XIII ადრეულ ასაკში გამეფდა. ბევრი მიიჩნევს, რომ მეფე გეი იყო. არსებობს მრავალი დაუზუსტებელი ცნობა იმის შესახებაც,  რომ ლუი XIV (მეფე მზე) მეფის შვილი არ იყო.


#11 რომის იმპერატორი ადრიანე

რომის მმართველი ადრიანე დაქორწინებული იყო. თუმცა, მას ახალგაზრდა ბერძენი საყვარელი ჰყავდა, სახელად ანტინუსი. როცა მისი შეყვარებული დაიხრჩო, ადრიანემ ეგვიპტის ერთ-ერთ ქალაქს მის საპატივცემულოდ ანტინოპოლისი შეარქვა.


#12 პრინცესა იზაბელა პარმელი

პრინცესას მისი ქმრის, ერცჰერცოგ იოზეფ ფონ ჰაბსბურგ-ლოთარინგიელის დასთან, მარია კრისტინასთან ჰქონდა სასიყვარულო კავშირი. ისინი იმდენ დროს ატარებდნენ ერთად, რომ მათ ორფეოსსა და ევრიდიკეს ადარებდნენ.
შეყვარებულმა ქალებმა 200 წერილი გაუგზავნეს ერთმანეთს.


#13 კორდობას სახალიფოს მმართველი ალ-ჰაკამ II

ალ-ჰაკამი ანდალუსიის (რომელიც ესპანეთისა და პორტუგალიის  ტერიტორიებს იკავებდა) ღიად გეი მაჰმადიანი მმართველი იყო. მას კაცების ჰარამხანა ჰქონდა, რომელიც მას ყველგან დაჰყვებოდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top