რას უყურებენ რეჟისორები კარანტინში? - კრისტოფერ ნოლანის TOP 10 ფილმი

ეს პერსონა

კარანტინის ჟამს, როცა თითოეულ ჩვენგანს სახლში დარჩენა უწევს, მოწყენა ძალიან მარტივია. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. "ეS პერსონა" ზრუნავს თქვენს განწყობაზე და გთავაზობთ კრისტოფერ ნოლანის 10 საყვარელ ფილმს. გვერწმუნეთ, ეს თქვენს დღეებს  აუცილებლად გაამრავალფეროვნებს.
#დარჩისახლში


#1 რიდლი სკოტის “უცხო”/ Alien (1979) 

მოქმედება კოსმოსში ვითარდება. დედამიწისკენ მიმავალი ასტრონავტების ჯგუფი, უცხო ხომალდიდან სიგნალს მიიღებს, ამიტომ ერთ-ერთ პლანეტაზე გაჩერდება. Საშინელება მაშინ იწყება, როცა ასტრონავტები  ხომალდზე კვერცხებით სავსე ბუდეს აღმოჩენენ. კვერცხიდან გამომძვრალი არსება, ერთ-ერთ კოსმონავტს ეკრობა და კომაში აგდებს.


#2 გოდფრი რეჯიოს “ქოიაანისქათსი”/ Koyaanisqatsi (1983) 

სიტყვა ქოიაანისქათსი, “ბალანსიდან ამოვარდნილ ცხოვრებას” ნიშნავს. ეს დოკუმენტური ფილმი ასახავს იმას, თუ როგორ დაშორდა კაცობრიობა ბუნებას. ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პეიზაჟებს, ძირძველ კულტურულ რიტუალებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის გავლენას გვაჩვენებს.  Სცენები აჩქარებულია, ხან შენელებული… სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციებიც ამრავალფეროვნებს უნიკალურად გადაღებულ თანამედროვე სამყაროს და მაინც გასაოცარია, თუ როგორი სიზუსტით არის გადმოცემული აზრები ფილმში, სადაც ერთი სიტყვაც კი არ გაჟღერებულა.


#3 ფრიც ლანგის “მეტროპოლისი”/Metropolis (1927) 

მეტროპოლისი, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი პირველი და საოცრად შთამბეჭდავი ფილმია. ამბავი მომავალში ხდება, სადაც მეტროპოლისში მცხოვრები საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი: მიწის ქვეშ მცხოვრები მუშათა კლასი და მიწის ზემოთ მყოფი არისტოკრატია. მუშებს მათი ლიდერი მარია  (ბრიჯიტ ჰელმი) აკონტროლებს. Მარიას სურს  ამ ორ, აბსოლუტურად განსხვავებულ სოციალურ ფენას შორის, შუამავალი იპოვოს, რადგან სწამს, რომ ტვინსა (არისტოკრატია) და კუნთებს (მუშათა კლასი) შორის, აუცილებელად არსებობს გული (შუამავალი). მარია მაღალი ფენის წარმომადგენლებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე , ფრედერ ფრედერსონს (გუსტავ ფროლიჩი), მეტროპოლისის ლორდის (ალფრედ აბელი) ვაჟს გაიცნობს. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. Ამასობაში, ფრედერსონის მამა გადაწყვეტს, რომ მუშები მეტროპოლისს არაფერში სჭირდება - ქმნის რობოტს, რომელიც მარიას ჰგავს და მუშათა კლასის რევოლუციას აგეგმინებს, რათა საბოლოოდ  ამოწყვიტოს ყველა, ვინც ამ ფენას მიეკუთვნება. 


#4 დეივიდ ლინის “ლოურენს არაბი”/ Lawrence of Arabia (1962)

Პირველი მსოფლიო ომია. Ბრიტანელმა Ლეიტენანტმა ლოურენსმა ბედუინთა ტომის შესახებ ყველაფერი იცის, სწორედ ამიტომ მას უფლისწული ფაისალის (ალეკ გინესი) პოვნის დავალებით, არაბეთში ჯაშუშად აგზავნიან. Ლოურენსი არაბებს ლაშქრობაში უერთდება და აქლემზე ამხედრებული, თურქთა პორტის ასაღებად მიდის. 


#5 ორსონ უელსის “ბატონი არკადინი”/ Mr. Arkadin (1955)

გრეგორი არკადინი (ორსონ უელსი) უმდიდრესი ადამიანია, რომელიც საკუთარი წარსულის გამოსაძიებლად, ბრალდებულ გაი ვან სტრატენს (რობერტ არდენი) დაიქირავებს. Სტრატენი სიამოვნებით ეკიდება ახალ დავალებას და გამოძიების განმავლობაში, დამქირავებელზე საოცარ ფაქტებს აღმოაჩენს. Როცა სტრატენი ხვდება, რომ მისი გამოძიება უდროო გარდაცვალების შემთხვევებთან  არის კავშირში, ბატონი არკადინი კიდევ უფრო მისტიკური ხდება. Აღსანიშნავია, რომ  ბატონი არკადინი სინამდვილეში ქართველი მამაკაცი  - ვასო ათაბაძეა.


 

#6 ჯორჯ ლუკასის “ვარსკვლავური ომები”/ Star Wars (1977) 

სასტიკი დართ ვეიდერი (დეივდ პროუზი), პრინცესა ლეიას (ქერი ფიშერი) მძევლად აიყვანს, რათა გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყება ჩაახშოს. Ლიუქ სკაიუოკერი (მარკ ჰემილი) და ჰან სოლო (ჰარისონ ფორდი), 2 რობოტთან  ერთად, მშვენიერი პრინცესას გადასარჩენად, აჯანყებულების დასახმარებლად და გალაქტიკაში თავისუფლებისა და სამართლიანობის დასაბრუნებლად, ერთად მუშაობენ.

 


#7 სტივენ სპილბერგის “რიგითი რაიანის გადასარჩენად”/ Saving Private Ryan (1998)
 
კაპიტან ჯონ მილერს (ტომ ჰენკსი)  ჯარისკაცები მტრის ბანაკის ტერიტორიაზე გადაჰყავს, რათა რიგითი ჯეიმს რაიანი მოძებნონ. ამ უკანასკნელის სამი ძმა, ბრძოლაში დაიღუპა. Პერსონაჟების ცხოვრება ომისგან გამოწვეული ტრაგედიების კორიანტელია, თუმცა ასეთ დესტრუქციულ სამყაროშიც კი შეიძლება სიახლის "დაბადება". რაიანის ძებნის პროცესში, პერსონაჟები იპოვიან ძალას, რომელიც დაეხმარებათ გაიმარჯვონ გაურკვეველ მომავალზე ღირსებით, მამაცობითა და უდრეკი ფასეულობებით. 


#8 ტერენს მალიკის “სიცოცხლის ხე”/ The Tree of Life (2011)

ფილმი გაჟღენთილია მრავალი ფილოსოფიური იდეით, რომლებიც სამყაროს ინტელექტუალურ დინებას ასულდგმულებს. მთავარი პერსონაჟი ხალგაზრდა ჯეკი ო’ბრაიენია,  (ჰანტერ მაქკრაკენი) რომელსაც  2 ძმა ჰყავს. ძმები ტეხასის შტატის პატარა ქალაქში ერთად იზრდებიან. ჯეკს, მამამისთან (ბრედ პიტი) რთული ურთიერთობა აქვს, თუმცა ულამაზეს დედასთან (ჯესიკა ჩესტეინი) ის ძალიან მეგობრობს. უკვე გაზრდილი ჯეკი (შონ პენი) ხშირად ფიქრობს  მძიმე წარსულზე და ამასთანავე უფრო დიდ, ეგზისტენციალურ პრობლემებსაც ებრძვის. 


#9 რიდლი სკოტის “დანის პირზე მორბენალი”/ Blade Runner (1982) 

Დანის პირზე მორბენალი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრიდან. Მთავარი გმირს, დეკარდს (ჰარისონ ფორდი), პოლიციის უფროსი (ემეტ უელში)  ძველ სამსახურში დაბრუნებას აიძულებს.  დეკარდის საქმე რეპლიკანტების (ადამიანი-რობოტების) დაჭერაა და მოცემული დავალების მიხედვით,  მან 4 გაქცეული რეპლიკანტი უნდა იპოვოს. Სანამ დეკარდი სამსახურს იწყებს, ის ტირელის კორპორაციაში მიდის სადაც მშვენიერი რეპლიკანტი გოგონა- რეიჩელი (შონ იანგი) შეუყვარდება.


 

#10 სტენლი კუბრიკის "2001: კოსმოსური ოდისეა"/ 2001: Space Odyssey (1968)

დეივ ბოუმანს (კირ დულეა) და სხვა ასტრონავტებს საიდუმლო მისიაზე კოსმოსში აგზავნიან. ხომალდს  კომპიუტერული სისტემა  "HAL" მართავს, რომლის უცნაური "ქცევაც"  ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს  ფატალურ კონფლიქტამდე მიიყვანს. Შედეგი -  დროისა და სივრცის უსასრულო დერეფნების კვეთა და კაცობრიობის ახალი განთიადი…

 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top