ტოპ-10 გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში

ეს პერსონა

10 გამოგონება,  რომელთა გარეშეც თანამედროვე მსოფლიოს წარმოდგენა შეუძლებელია



#1   ბორბალი
ბორბალი ყველა დროის უდიდეს გამოგონებად ითვლება. არქეოლოგიური გათხრებისას უძველესი ბორბალი მესოპოტამიაში აღმოაჩინეს, რომელიც ძვ.წ. 3500 წლით თარიღდება. ადამიანებმა ბორბლის გამოყენება გვიან დაიწყეს როდესაც გააცნობიერეს, რომ ბორბლისგან გაკეთებული საზიდრის გამოყენება მათ შრომას უადვილებდა.   მოგვიანებით, ჩვეულებრივმა ბორბალმა დასაბამი მისცა წყლის ბორბალსა და ქარის წისქვილს, რომლებმაც მოგვცეს ენერგია. 

 

#2    კომპასი
უძველესი მეზღვაურები ნავიგაციისთვის ვარსკვლავებს იყენებდნენ, თუმცა ეს მეთოდი ეფექტური არ იყო.
პირველი კომპასი  ჩინეთში, IX –XI საუკუნეებში გამოიგონეს. კომპასის დახმარებით, მეზღვაურები ხმელეთს დიდი მანძილით შორდებოდნენ, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა ვაჭრობა და საფუძველი ჩაუყარა სხვადასხვა აღმოჩენებს. 

 

#3  სტამბა
1440 წელს იოჰან გუტენბერგმა სტამბა გამოიგონა. გუტენბერგმა ახალი ტექნიკა შეიმუშავა: დაამზადა ცალკეულ ასონიშანთა ლიტერები და შექმნა შრიფტის ჩამოსასხმელი და საბეჭდი დაზგები. წიგნის ბეჭდვის დაწყებამ რევოლუცია მოახდინა მეცნიერებაში, ხელი შეუწყო ცოდნის სწრაფ და ფართო გავრცელებას.  
უძვირფასესი ექსპონატია გუტენბერგის მიერ გამოცემული 42-სტრიქონიანი ბიბლია, რომლის დიდი ნაწილი პერგამენტზე იყო დაბეჭდილი. 

 

#4  ლურსმანი
ადამიანტა ცხოვრება ამ პატარა გამოგონებამ მნიშვნელოვნად გაამარტივა. სანამ ლურსმანს გამოიგონებდნენ, ხის კონსტრუქციებს გეომეტრიულად დამაგრებული დაფებით აშენებდნენ. 
ბრინჯაოს ლურსმნები ეგვიპტეში აღმოაჩინეს, რომლებიც  ძვ.წ. დაახლოებით 3400 წლით თარიღდება.

 

#5  ძრავა
კაცობრიობამ თავდაპირველად  ორთქლის ძრავის გამოყენება დაიწყო, რომელიც საფრანგეთში დაამზადეს. პირველი  თვითმავალი ავტომობილი ფრანგმა ინჟინერმა, ნიკოლას კაგნოტმა 1769 წელს ააწყო.  ავტომობილი, ორთქლის საშუალებით მოძრაობდა, რომელასაც ფრანგული არმია  იარაღის გადასაზიდად იყენებდა. 

 

#6   ნათურა
ნათურამ  მსოფლიო რადიკალურად შეცვალა. პირველი ნათურის გამოგონებას თომას ედისონს მიაწერენ, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ნათურის წინაპარი ედისონამდე უკვე არსებობდა. ედისონმა დახვეწა ჩვეულებრივი შუშის ნათურა და 80-იან წლებში პირველი ექსპერიმენტიც ჩაატარა. მისმა შექმნილმა მოდელმა ცამეტნახევარი საათი იმუშავა. 

 

#7  ანტიბიოტიკი
 პირველი ანტიბიოტიკი - პენიცილინი  1928 წელს შოტლანდიელმა მიკრობიოლოგმა  და მკვლევარმა ალექსანდრე ფლემინგმა აღმოაჩინა, შემდეგ კი ანტიბიოტიკი ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დახვეწეს.  მეორე მსოფლიო ომის დროს პენიცილინის გამოყენებამ, ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

 

#8   ტელეფონი
საუკუნეების განმავლობაში ინფორმაცია წერილობითი სახით შიკრიკებს გადაჰქონდათ, მაგრამ ელექტროობის გამოგონებამ ეს მოცემულობაც შეცვალა. 1804 წელს ესპანელმა ფრანსისკო სალვამ შექმნა ხელსაწყო, რომლითაც ინფორმაციის რამდენიმე კილომეტზე გადაცემა შეიძლებოდა. თუმცა ყოველი ასოს გადაცემას ცალკე სადენი სჭირდებოდა,  რაც პროცესს ართულებდა. 1876 წელს  ბრიტანელმა მეცნიერმა,  გრეიჰამ ბელმა ხანგრძლივი ექსპერიმენტების შედეგად გამოიგონა ტელეფონი. პირველი ზარი კი თანაშემწესთან განახორციელა. 

 

#9   კომპიუტერი
1948 წლის 21 ივნისს, მანჩესტერის უნივერსიტეტში, უზარმაზარმა  ელექტრო-გამომთვლელმა მოწყობილობამ   პირველი პროგრამა ჩაუშვა. ამოცანის შესასრულებლად პირველ კომპიუტერს 52 წუთი დასჭირდა. 

 

#10 ინტერნეტი
თავდაპირველად ინტერენტის საშუალებით მხოლოდ ინფორმაციის გაგზავნა და მიღება იყო შესაძლებელი.  1989 წელს ტიმ ბერნერს ლიმ, ვების კონცეფცია წარადგინა. მან ტექნოლოგიის პირველადი ვერსია - World Wide Web-ი შექმნა, რომელიც  შემდეგ კიდევ უფრო დახვეწა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top