უცნობი ფაქტები სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნების შესახებ

ეს პერსონა

ეროვნული ჰიმნი სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც კონკრეტულ  ქვეყანაზე ხშირად  ბევრ რამეს მოგვითხრობს. უმეტესად, სახელმწიფო ჰიმნებს თან ახლავთ ტექსტი, სადაც საუბარია ქვეყნისა და ერის ღირსებებზე,  საგმირო ამბებსა თუ მძიმე წლებზე.

ზოგიერთი ქვეყნის ჰიმნის ისტორია ნამდვილად გამორჩეულია. ჩვენ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გთავაზობთ.

#1 მექსიკის ჰიმნის ავტორი, ტექსტის დასაწერად ოთახში ჩაკეტეს

1853 წელს მექსიკაში ეროვნული ჰიმნისთვის საუკეთესო ტექსტის შესარჩევი კონკურსი გაიმართა. პოეტ ფრანსისკო გონსალეს ბოკანეგრას შეყვარებულს სურდა, რომ მამაკაცს კონკურსში მონაწილეობა მიეღო, თუმცა ბოკანეგრა კონკურსით დაინტერესებულა არ ჩანდა. ამის გამო ქალმა პოეტი მისი მშობლების სახლის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტა,რომელიც მექსიკის ისტორიის ამსახველი ნახატებით იყო გაფორმებული. შეყვარებული ფიქრობდა, რომ ეს ნახატები პოეტს ტექსტის დაწერაში დაეხმარებოდა. ქალმა ბოკანეგრა ოთახიდან მხოლოდ მაშინ გამოუშვა, როცა პოეტმა ათტაეპიანი ლექსი დაწერა.  შემდგომში ეს ტექსტი მექსიკის სახელმწიფო ჰიმნს თან ახლდა, ხოლო შეუპოვარი შეყვარებული ბოკანეგრას ცოლი გახდა.

 

#2 კოსტა-რიკას ეროვნული ჰიმნის ავტორი, პრეზიდენტის ბრძანებით ციხეში ჩასვეს

 კოსტა-რიკას ეროვნული ჰიმნის  ავტორი, მანუელ მარია გუტიერესი ციხეში იმიტომ აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ჰიმნის შექმნაზე უარი განაცხადა. გუტიერესის განმარტებით, ვერ აიღებდა ამხელა პასუხისმგებლობას, თუმცა, პატიმრობაში მყოფმა,  ჰიმნის დაწერა შეძლო.

 

 #3 საბერძნეთის ჰიმნს ყველაზე დიდი ტექსტი აქვს

მოქალაქეებს 158 სტროფის დამახსოვრება უწევთ.

 

#4 ესპანეთის ჰიმნს ტექსტი არ აქვს

1970-იან წლებში ესპანეთში დემოკრატიის დამყარების შემდეგ,  ჰიმნიდან ტექსტი ამოიღეს.

 

#5 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჰიმნის ტექსტში, 5 ენაა გამოყენებული.

ესენია: კოსა, ზულუ, სესოთო, აფრიკაანსი და ინგლისური.

 

#6 დიდ ბრიტანეთსა და ლიხტენშტაინს ერთი და იგივე მელოდია აქვთ

ორი ქვეყნის ჰიმნს ერთი მელოდია, თუმცა, სხვადასხვა ტექსტი აქვთ.

 

#7 აშშ-ს კონკრეტული სახელმწიფო ჰიმნი 1931 წლამდე არ ჰქონდა

1931 წლამდე ამერიკელები სამ საზეიმო სიმღერას მღეროდნენ. ესენი იყო „The Star-Spangled Banner“, „Hail, Columbia“ და „My Country 'Tis of Thee“. საბოლოო გადაწყვეტილება კონგრესმა მიიღო, რომელმაც არჩევანი The Star-Spangled Banner-ზე გააკეთა.

 

#8 ორად "გაყოფილი" ჰიმნი 

ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს  ჰიმნი  შეიცავდა ფრაგმენტებს ჩეხური ოპერიდან და სლოვაკური ფოლკლორული სიმღერიდან. ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა ჰიმნი ორად გაყვეს.

 

#9 წმინდა ელენეს კუნძულის ჰიმნის ავტორი, კუნძულზე არასდროს ყოფილა

ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძული ბრიტანეთს ეკუთვნის, თუმცა ქვეყნის ნაწილად არ ითვლება. ამის მიუხედავად, წმინდა ელენეს კუნძულს მაინც აქვს საკუთარი ჰიმნი, რომელიც  დევიდ მიტჩელმა დაწერა.  მიტჩელს კუნძული თვალით არ უნახავს, თუმცა ის კუნძულის საფოსტო ბარათებმა შთააგონა და My St. Helena Island დაწერა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top