ცხოველების უჩვეულო და იშვიათი მეგობრობა - ფოტოამბავი

ეს პერსონა

ფოტოამბავი  ცხოველების უჩვეულო მეგობრობაზე


 

#1 დაობლებული მაიმუნი და თეთრი მტრედი

ეს პატარა მაიმუნი  ნაკრძალის თანამშრომლებმა იპოვეს და ცხოველთა დაცვის ცენტრში წაიყვანეს. იქ კი -თეთრ მტრედს დაუმეგობრდა.

 

#2 შავი კატა და აზიური დათვი

ბოლო 10 წელია,  ბერლინის ზოოპარკის ვოლიერში, შავი კატა ყველაზე ხანდაზმულ აზიურ დათვს რეგულარულად  სტუმრობს.

 

#3 სიამის კატა, პიტბული და წიწილები

ამ ტეხასურ ფერმაში წიწილები, კატა და ძაღლი იდეალურად თანაცხოვრობენ. წიწილები მეგობრების ზურგებზე მოკალათებასაც არ ერიდებიან.

 

#4 დიდი ოქროს თევზი და ოქროსფერი რეტრივერი

ოქროს თევზი დროდადრო  ოქროსფერ რეტრივერს, სახელად ჩინოს სტუმრობს.

 

#5 დაობლებული მადაგასკარის იხვის ჭუჭული და ობოლი კუკაბარას ბარტყი

სინამდვილეში, ამ ორი ჩიტის სახეობები ერთმანეთს ემტერებიან, მაგრამ  როგორც ჩანს ამ პატარა არსებებს, აღნიშნული ფაქტი არ აინტერესებთ.

 

#6 სპილო და ცხვარი

პატარა სპილო, რომელმაც დედა დაკარგა, ცხვარს ეფერება. (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ცხოველების ცენტრი)

 

#7 კაკადუ და კატა

კაკადუ სახელად კოკო, ფუმფულა მეგობარს ეფერება. (ლაკის სავანე, ჯორჯიის შტატი)

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top