მუზეუმი არ გეგონოთ - როგორია მსოფლიოში ულამაზესი რკინიგზის სადგურები

ეს პერსონა

ეს ნაგებობები, რომელთა უმეტესობაც მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა, არც ევროპული ტიპის ტაძრებია და არც ძვირფასი ქვით მოპირკეთებული საკონცერტო დარბაზები...
წარმოგიდგენთ, 10 არქიტექტურულ შედევრს - მსოფლიოს ყველაზე ლამაზ სარკინიგზო სადგურებს:

 

#1  ანტვერპენის ცენტრალური სადგური, ბელგია
ნეობაროკოს სტილის მატარებლის სადგურის მშენებლობა 1905 წელს დასრულდა. ნაგებობას უზარმაზარი თაღოვანი გუმბათი ამშვენებს.  მშენებლობისას 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ქვა და მარმარილო გამოიყენეს. 

 

#2  წმინდა პანკრას სადგური, ლონდონი
წმინდა პანკრას სადგური ვიქტორიანული ეპოქის  ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება. სადგური XX საუკუნის მეორე ნახევარში აღადგინეს, რომელიც შუშის სახურავითა და აგურის ფასადებით გამოირჩევა. 

 

#3  სირკეჩის სადგური, სტამბოლი
სადგური  1890 წელს აშენდა. ოსმალური სტილის ნაგებობა, წითელი აგურით ნაშენი ფასადებითა და ვიტრაჟებით იქცევს ყურადღებას. 

 

#4  ატოჩას რკინიგზის სადგური, მადრიდი
მადრიდის ყველაზე დიდ სადგურს,1992 წელს,  რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.  ახლა, შენობას პალმების ტროპიკული ბაღი ამშვენებს. 

 

#5 დამაკავშირებელი სადგური, ლოს-ანჯელესი
ამ მატარებლის სადგურის იერსახე აერთიანებს ესპანეთის კოლონიურ და თანამედროვე ხელოვნების არტ-დეკო სტილს. სადგურის მაღალი, თეთრი კოლონიური ჭერი, ამერიკელებს ძველ კალიფორნიას აგონებთ. 

 

#6  სან ბენტოს მატარებლის სადგური, პორტუგალია
სადგური მე-19 საუკუნის პარიზული არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს. მთავარი დარბაზის კედლების მოხატვას მხატვარი Jorge Colaco, 11 წელი მოუნდა.

 

#7  ჩჰატრაპატი შივაჯის სადგური, მუმბაი, ინდოეთი
მუმბაის სადგურით დღეში 3 მილიონი მგზავრი სარგებლობს. შენობა აერთიანებს ნეო-გოთურ და ინდურ არქიტექტურას. სვეტზე გამოსახული ლომი ბრიტანეთის სიმბოლოა, ხოლო ვეფხვი - ინდოეთის. 

 

#8  სამხრეთ გზაჯვარედინის სადგური, მელბურნი, ავსტრალია
მელბურნის მატარებლის სადგურს რეკონსტრუქციის შემდეგ, Y-ის ფორმის სვეტები აქვს, რომელებზეც სახურავია დამაგრებული.

 

#9  კანაზავას სადგური, იშიკავას პრეფექტურა, იაპონია
ხელნაკეთი ხის სვეტებითა და შუშის  გუმბათით გამორჩეული კანაზავას მატარებლის სადგური გამვლელების ყურადღებას  მუდმივად  იქცევს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ  თავდაპირველად ადგილობრივები, სადგურის დიზაინით მოხიბლულნი  არ დარჩნენ. 

 

#10 ცენტრალური სადგური, ნიუ-იორკი
XX საუკუნის დასაწყისში აშენებული მატარებლის სადგური, კაშკაშა არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა. ერთი მხარის ფასადს Tiffany-ის საათი ამშვენებს, შენობის ჭერი კი,  მოხატულია ასტრონომიული ფიგურებით.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top