ბოლო წუთს მიღებული 6 გადაწყვეტილება, რომლებმაც მსოფლიო ისტორია შეცვალეს

ეს პერსონა

ადამიანებს ხშირად უწევთ გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღება, თუმცა ამგვარმა ქმედებამ  შესაძლოა რადიკალური ცვლილებები გამოიწვიოს. ამ სტატიაში მყისიერად მიღებული გადაწვეტილებების შესახებ მოგითხრობთ, რომლებმაც მსოფლიო ისტორია შეცვალეს.
 

#1 თეოდორ რუზველტის მკვლელობის მცდელობა

1912 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, თეოდორ  რუზველტიმ გამოსასვლელი სიტყვა მოამზადა და სანამ ტრიბუნაზე ავიდოდა ქაღალდი გულის ჯიბეში ჩაიდო. ბოლო წუთებში მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ პრეზიდენტი სიკვდილისგან იხსნა.  ტრიბუნაზე მდგარ თეოდორ რუზველტს ცეცხლი გაუხსნეს. მას ტყვია მკერდის არეში მოხვდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ტყვიას არც ერთი შინაგანი ორგანო არ დაუზიანებია, რადგან ტყვიის სიმძლავრე ქაღალდმა შეამცირა.

 

#2 ფრანც  ფერდინანდის მკვლელობა

ავსტრია-უნგრეთის მემკვიდრის, ფრანც ფერდინანდის მოკვლა ტერორისტულ დაჯგუფებას დაევალა. სარაევოში ფერდინანდის ავტომობილის მიმართულებით ყუმბარა ისროლეს, თუმცა სხვა მანქანასთან აფეთქდა. მოგვიანებით ავსტრია-უნგრეთის მემკვიდრემ და მისმა მეუღლემ საავადმყოფოში დაჭრილების მონახულება გადაწყვიტეს, თუმცა მძღოლის გაფრთხილება დაავიწყდათ, რომ სხვა გზით წასულიყვნენ. 
მძღოლს მიმართულების შეცვლა ბოლო წუთებში სთხოვეს, მაგრამ  გვიანი იყო -  ისინი გავრილო პრინციპმა შეამჩნია და ცეცხლი გაუხსნა. მომხდარი პირველი მსოფლიო ომის მიზეზად ითვლება.
პრინციპის  20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

 

#3 სიზარმაცემ, ბერლინის კედლის დაცემას ხელი შეუწყო

1989 წლის 9 ნოემბერს, გდრ-ის ერთიანი სოციალისტური პარტიის პოლიტ.ბიუროს წევრმა გიუნტერ შაბოვსკიმ გდრ-ის მოქალაქეთა საზღვარგარეთ თავისუფლად გამგზავრების ახალ წესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. გამოსვლამდე, შაბოვსკიმ განახლებული ტექსტი ბოლომდე არ წაიკითხა. 

ერთსაათიანი საუბრის შემდეგ,  შაბოვსკის კითხეს თუ როდის  შევიდოდა ძალაში ახალი წესი, რაზეც მან დაუფიქრებლად  უპასუხა: „ახლავე, დაუყოვნებლივ“. 
შაბოვსკის ამ იმპროვიზაციამ,  რამდენიმე საათში ბერლინის კედლის დაცემა განაპირობა, ვინაიდან  ათასობით გერმანელი სასაზღვრო პუნქტებისაკენ გაემართა. 

 

#4 გერმანელმა პოლკოვნიკმა ამერიკის რევოლუციის დროს პოკერის თამაში არ შეწყვიტა

იოჰან რალი გერმანელი პოლკოვნიკი იყო, რომლის  დანაყოფებიც აშშ-ის რევოლუციის დროს ბრიტანელებს  ეხმარებოდნენ. ერთ დღეს, პოლკოვნიკმა წერილი მიიღო, სადაც აღნიშნული იყო, რომ ღამით მდინარე დელავერი უნდა გადაეკვეთათ, თუმცა, პოლკოვნიკს წერილის წაკითხვა დაეზარა - იგი  ჭადრაკისა და პოკერის თამაშით იყო დაკავებული. როდესაც მან ტერიტორიის დატოვება გადაწყვიტა გვიანი იყო. საბოლოოდ,  ის ჯორჯ ვაშინგტონმა დაამარცხა და ბრძოლაში მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. 

 

 

#5 სტანისლავ პეტროვმა მსოფლიო პოტენციური  ბირთვული ომისგან იხსნა

1983 წლის 26 სექტემბრს, საბჭოთა კავშირის თავდაცვის გამაფრთხილებელმა სისტემამ აღმოაჩინა სიგნალი სარაკეტო დარტყმის შესახებ, რომელიც აშშ-იდან მოდიოდა.

პროტოკოლის მიხედვით, ბირთვულ შემოტევას საპასუხო დარტყმა უნდა მოჰყოლოდა. სტანისლავ  პეტროვი სიგნალის სიძლიერემ და მკაფიოობამ დააეჭვა და რაკეტების შესახებ უფროსებს არ შეატყობინა.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სიგნალი ცრუ განგაში იყო.

 

#6 გენერალმა ერვინ რომელიმ ცოლის გახარება გადაწყვიტა

1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, გენერალი ერვინ რომელი პასუხისმგებელი იყო ნორმანდიის დაცვაზე, თუმცა მან ცოლისთვის დაბადების დღის პირადად მილოცვა და ამ მიზეზით შვებულების აღება გადაწყვიტა. მან პოსტი შეტაკებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა. რომ არა გამოცდილი და ტაქტიკოსი გენერლის ახირებული გადაწყვეტილება, შესაძლოა ყველაფერი სხვაგავარად დასრულებულიყო.

ნორმანდიის ბრძოლით, მოკავშირეთა ძალებმა ჩრდილოეთ საფრანგეთიდან გერმანელები განდევნეს და იქ მომდევნო ოპერაციებისათვის მყარი ბაზისი შექმნეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top