8 შენობა, რომლებსაც უნიკალური ჭერი აქვთ

ეს პერსონა

მსოფლიოში ბევრი  მიმზიდველი და  შთამბეჭდავი  შენობაა, თუმცა ასეთ ნაგებობათა ჭერს, როგორც წესი  ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ.

წარმოგიდგენთ, 8 შენობას, რომელთა ჭერიც თვალს მოგჭრით.

 

#1 გაეროს ადამიანის უფლებებისა და ცივილიზაციათა ალიანსის დარბაზი ჟენევაში, შვეიცარია

ჟენევაში არსებულმა დარბაზმა გახსნისთანავე მიიპყრო საერთაშორისო მედიის ყურადღება. მთავარი სასაუბრო თემა კი დარბაზის ჭერი გახდა. ბევრმაც დარბაზს, 21-ე საუკუნის სიქსტეს კაპელა უწოდა. 

 

#2  Admont Abbey-ის ბიბლიოთეკა, ავსტრია

ცოდნის საცავი, რომელიც საუკუნეებს აერთიანებს - ასე უწოდებენ ბიბლიოთეკას, რომელიც ავსტრიაში 1776 წელს აშენდა. შენობა  გვიანდელი, ევროპული ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი.

 

#3 ელჩების დარბაზი სევილიის ალკასარში, ესპანეთი

ელჩების დარბაზს მოოქროვილი, ხის გუმბათი ამშვენებს. ავროპის უძველესი სამეფო სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. 

 

#4 საზაფხულო სასახლე ბეიჯინში, ჩინეთი
საზაფხულო სასახლე 1750 წელს აშენდა, სადაც  ბუნებრივი ლანდშაფტები ხელოვნურად გაკეთებულ პავილიონებს ერწყმის. განსაკუთრებით გამორჩეულია სასახლის ჭერი. 

 

#5 ვიქტორიას სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ავსტრალია
უძველესი საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც 1854 წელს გაიხსნა, მელბურნში მდებარეობს. შენობა თვალუწვდენელი ჭერით გამოირჩევა. 

 

#6 შაჰ ე ჩერაგის მავზოლეუმი, ირანი

შაჰ ე ჩერაგის მავზოლეუმი მეთორმეტე საუკუნეში ააგეს. შენობა  შთამბეჭდავი ინტერიერითა და ჭერით გამოირჩევა. 

 

#7   წმინდა პეტრეს ტაძარი, ვატიკანი
ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება, რომლის მშენებლობა 1506 წელს დაიწყო და 1626 წელს დასრულდა.  ტაძარში ინახება მიქელანჯელოს შედევრი- პიეტა. მნახველთა ყურადღებას შესვლისთანავე, სწორედ ჭერი იპყრობს. 

 

#8 სიქსტეს კაპელა, ვატიკანი

მიქელანჯელო ოთხი წლის განმავლობაში სიქსტეს კაპელაში,  მარტო მუშაობდა.  სამყაროსა და  ადამიანის შექმნა, პირველი ცოდვა, ნოეს ისტორია -  მოხატულობის ცენტრალური ნაწილებია. ჭერის დანარჩენ სივრცეზე კი, წინასწარმეტყველების და ძველი აღთქმის სხვა სიუჟეტებია წარმოდგენილი. 

 

ტეგები:
0
0
2
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top