LEGO-ს ქორწილი - როგორ გავატაროთ დრო კარანტინში

ეს პერსონა

როგორ მოვაწყოთ საქორწინო ფოტოსესია თვითიზოლაციაში? - ამისთვის საჭიროა LEGO-ს სათამაშოები, მზის ჩასვლის ფოტოები,  ასევე ჰარი პოტერი და ჩუბაკა „ვარსკვლავური ომებიდან“.

ქრის უოლესი ბრიტანელი ფოტოგრაფია, რომელიც უკვე 11 წელია ქორწილებს იღებს. მაშინ როდესაც ბრიტანეთის მთავრობამ ქორწინებათა  რეგისტრაცია და ცერემონიების ჩატარება დროებით აკრძალა, ფოტოგრაფი იძულებული გახდა საყვარელ საქმეს ჩამოშორებოდა. (განსხვავებით სხვა ფოტოგრაფებისგან, რომლებიც მოდელებთან დისტანციურად მუშაობენ) უოლესის თმით, კორონავირუსის პანდემიამ მისი ცხოვრება ერთ ღამეში შეცვალა, თუმცა ის არ დანებებულა.

ფოტოგრაფმა „პროფესიული ფორმის“ შესანარჩუნებლად  განსხვავებული და კრეატიული გამოსავალი იპოვა -  LEGO-ს სათამაშოებს ქორწილი "მოუწყო", რაც  ობიექტივით აღბეჭდა.

 


როგორც ფოტოგრაფმა აღნიშნა, საქორწინო ფოტოსესია მან სანაპიროსთან გადაღებული კადრით დაიწყო. ფონად კომპიუტერის ეკრანი გამოიყენა, სურათი კი Google-დან გადმოტვირთა.

„რა მშვენიერი დღეა! ფლორენსა და ფრედს ძალიან გაუმართლათ, რომ მათი ქორწილი კარანტინის დროს შედგა. პირველად ისინი საწყობში შეხვდნენ და სწორედ ამ მომენტში მიხვდნენ, რომ სამუდამოდ ერთად იქნებოდნენ" , - ასე აღწერს სათამაშოების სიყვარულის ისტორიას ლოურენსი.


ფრედი ცერემონიაზე სხვენში აღმოჩენილი Mercedes SL-500-ით მივიდა. ქორწილამდე მან ბიჭებთან ერთად მოილხინა.

ფლორენსი ცერემონიისთვის მარტო ემზადებოდა, რადგან მისი "მეჯვარეების" ამაზონიდან გამოწერა ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა.


ხელის მოწერის ცერემონია ღია ცის ქვეშ გაიმართა და მას სპეციალური სტუმრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ჩუბაკა და ხან სოლო „ვარსკვლავური ომებიდან“. ფლორენსი საკურთხეველთან მისმა  მამამ, ჰარი პოტერმა მიიყვანა.




შემდგომში ფოტოსესია ბაღში გაგრძელდა და მას სტაფორდშირული ბულტერიერიც დაესწრო.

 

შემდგომ ფრედმა და ფლორენსმა მიდლვიჩს გადაუფრინეს. 

„4-კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ, ფლორენსი ბედნიერი იყო, ცოტა სუფთა ჰაერი ჩაყლაპა“.

 

მზის ჩასვლის შემდეგ, წვიმაც წამოვიდა,ქორწილი კი საზეიმო ვითარებაში გაგრძელდა



ბონუსად:

რა ხდებოდა კადრს მიღმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top