10 ადგილი დედამიწაზე, რომელიც "დისნეის" შთაგონების წყარო გახდა

ეს პერსონა

"დისნეი" ჯადოსნურ სამყაროსთან ასოცირდება, სადაც ფერიები, ქალთევზები, პატარა ჯუჯები და სხვა პერსონაჟები თანაარსებობენ. თუმცა, მულტფილმების პეიზაჟებისა და დისნეილენდის გასართობი პარკების შექმნისას შთაგონების წყარო რეალური ადგილები გახდა. 

წარმოგიდგენთ 10 ადგილს, რომლებიც "დისნეის" მხატვრების შთაგონების წყარო გახდნენ:

#1 ტივოლის ბაღები, დანია

თუ კოპენჰაგენის სადღესასწაულოდ მორთული ტივოლის ბაღები რამეს გახსენებთ, არ შემცდარხართ. 1843 წელს გახსნილი, მსოფლიოში მეორე უძველესი გასართობი პარკი თავისი პირატული გემებით, პანტომიმის თეატრით, ამერიკული მთებით, აკვარიუმითა და ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრებისადმი მიძღვნილი ატრაქციონით, უოლტერ დისნეის შთაგონების წყარო გახდა. ცნობილი მულტიპლიკატორი ტივოლის ბაღებს 1951 წელს ეწვია და მომავალი დისნეილენდისთვის ჩანახატები გააკეთა.

ცნობისთვის, "უოლტ დისნეიმ" თავისი თემატური პარკი 4 წლის შემდეგ გახსნა.


#2 შილიონის ციხე-სიმაგრე, შვეიცარია

შვეიცარიის ყველაზე მონახულებადი ისტორიული კოშკი, რომელიც ჟენევის ტბას დაჰყურებს, „პატარა ქალთევზას“ პრინც ერიკის ციხე-სიმაგრის პროტოტიპია.



#3 ქალაქი კოლმარი, საფრანგეთი

სწორედ ელზასის რეგიონში მდებარე ქალაქი კოლმარი გახდა „ლამაზმანისა და ურჩხულის“ გმირის, ბელის „პატარა ქალაქის“ შექმნის შთაგონების წყარო.



#4 ეროვნული პარკი „ჯოჯოხეთის კარიბჭე“, კენია

1991 წელს „მეფე ლომის“ ატმოსფეროს შესაქმნელად დისნეის ანიმატორები „ჯოჯოხეთის კარიბჭეს“ ეწვივნენ. აქ მდებარეობს დიდი რიფტული ხეობა, რომელიც ცნობილია უზარმაზარი სალი კლდეებით.

საინტერესო ფაქტი: ფრაზა „აკუნა მატატა“ დისნეის ჯგუფმა აფრიკულ საფარიში მოგზაურობისას გაიგო და შემდგომში სცენარშიც ჩაამატა.



#5 თაჯ-მაჰალი, ინდოეთი

მარმარილოს მავზოლეუმით ჟასმინისა და სულთან აგრაბას სასახლეა ინსპირირებული



#6 ეილინ დონანის ციხე-სიმაგრე, შოტლანდია

მე-13 საუკუნის შოტლანდიურმა კოშკმა, რომელშიც ადრე იყო მონასტერი და ვიკინგებისგან თავდასაცავად იყენებდნენ, დისნეის შვილობილი კომპანიის, პიქსარის ანიმატორები შთააგონა ანიმაციურ ფილმ „გულადზე“ მუშაობისას.



#7 ანხელის ჩანჩქერი, ვენესუელა

ანიმაციურ ფილმზე „მფრინავი სახლი“ (Up) მუშაობის პროცესში შემქმნელებმა ვენესუელადან ბრაზილიამდე იმოგზაურეს, რათა მოეძებნათ ხედები, რომლებსაც ისინი გადმოიტანდნენ თავის ნამუშევარში. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სწორედ ანხელის ჩანჩქერი გახდა.



#8 აკრძალული ქალაქი, ჩინეთი

1998 წლის ანიმაციური ფილმი, რომელიც ქალ მეომარ ჰუა მულანის შესახებ ჩინურ ლეგენდას ეფუძნება, შთაგონების წყარო პეკინის „აკრძალული ქალაქი“ გახდა, რომელიც ადრე მინებისა და ცინების დინასტიების სავანე იყო. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი უბრალო მოკვდავთათვის 1420-დან 1912 წლამდე იყო მიუწვდომელი, თუმცა ამჟამად ის მუზეუმად გადაკეთდა, სადაც 2 მილიონამდე ძვირფასი ნივთი და არტეფაქტი ინახება.



#9 ქალაქი ბერგენი, ნორვეგია

ნორვეგიის მეორე ყველაზე დიდი ქალაქის მიხედვით, რომელსაც უწოდებენ „შვიდ მთას შორის მდებარე ქალაქს“, Frozen-ის ერენდელის სამეფო შექმნეს.



#10 სეგოვიას ალკასარი, ესპანეთი

"უოლტ დისნეის" პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფიფქია და შვიდი ჯუჯას“ დედოფლის სასახლე ესპანეთის ყველაზე ცნობილი, მე-12 საუკუნის ციხესიმაგრით იყო შთაგონებული.

საუკუნეების განმავლობაში სეგოვიას ალკასარს იყენებდნენ სამეფო რედიზენციად, ციხედ, არტილერისტთა სამეფო კოლეჯად, ამჟამად ციხე-სიმაგრეში მუზეუმი და სამხედრო არქივი მდებარეობს.


0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top