ასეთი სასახლიდან რაპუნცელი არ გაიქცეოდა - 11 ზღაპრული ციხე-სიმაგრე

ეს პერსონა

მსოფლიოს უძველესი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ციხე-სიმაგრეები



#1  Himeji Castle, იაპონია
ჰემიჯის უძველესი შენობა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში, ჰემიმის ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს. თეთრი ჰეროინის ციხე - ასე უწოდებენ ციხესიმაგრეს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ საგანძურად ითვლება.
ციხესიმაგრე XIV საუკუნის შუა რიცხვებში აშენდა, ხოლო XVII საუკუნეში, კომპლექსს რამდენიმე შენობა კიდევ შეემატა.  1993 წელს, ის გახდა პირველი ძეგლი იაპონიაში, რომელიც იუნესკომ  მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. 

 

#2  ნეოშვანშტეინის ციხე, გერმანია

მეფე ლუდვიგ II-ის ბრძანებით, 1800-იანი წლების ბოლოს, ნეოშვანშტეინის ციხე აშენდა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა გერმანიაში.  ციხის თითოეული დარბაზი ცალკე ისტორიას წარმოადგენს და გერმანიაში, ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. 

 

#3   სეგოვიას ალკაზარი, ესპანეთი
ეს ადგილი ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა, სამხედრო მიზნებისთვის შეარჩიეს. დროთა განმავლობაში, ქვის სასახლე გაფართოვდა და სამეფო ოჯახის რეზიდენციად იქცა. აქ ცხოვრობდნენ მეფე ფილიპ მეორე და დედოფალი ისაბელა.
ქვის ციხე-მუზეუმი ძველი კასტილიის დაბლობებს გადაჰყურებს და ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნაგებობაა ევროპაში.

 

 

#4  პენის სასახლე, პორტუგალია
მეფე ფერდინანდ II- ის დავალებით, პენის ღვთისმშობლის დანგრეული მონასტრის ადგილზე, ციხესიმაგრე ააშენეს. პორტუგალიის კულტურულ ხატად ქცეული ციხე - ისლამური მოტივების, ნეო-გოთური და ნეო-რენესანსის შერწყმას წარმოადგენს. ციხესიმაგრის წითელი და ყვითელი ფერების ნიმუშები და მისი თვალისმომჭრელი საათის კოშკი, ტურისტების ყურადღებას იქცევს. 

 

#5  ედინბურგის ციხე, შოტლანდია
ედინბურგის ციხის  1 100 წლიანი ისტორია 26  საომარ შეტევას ითვლის. ეს შენობა  ბრიტანეთის ისტორიაში, ყველაზე ბევრჯერ მოაქციეს ალყაში. ციხე-სიმაგრეში ინახება უძველესი გვირგვინი და სამკაულები. 
აქ ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა სახის შეხვედრები და მუსიკალური ღონისძიებები.

 

#6  პრაღის ციხე, ჩეხეთი
პრაღის ეს ღირსშესანიშნაობა, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენს. ციხესიმაგრე მოიცავს, ეკლესია-მოანასტრების, მეთექვსმეტე საუკუნის კოტეჯის და ბაღებისა კომპლექსს. 
პრაღის ციხის ტერიტორია  ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად ითვლება. 

 

#7 Château de Chambord, საფრანგეთი
ლუარის ველში მდებარე ისტორიული ძეგლის მშენებლობას 28 წელი დასჭირდა. 
როგორც ცნობილია, უზარმაზარი ციხის სამშენებლო  ნახაზები, ლენარდო და ვინჩმა შეადგინა, თუმცა დღემდე მსჯელობენ იმაზე, დაამზადა თუ არა მან ციხის ორმაგი კიბე. 

 

#8  Shuri-jô Castle, ჩინეთი
Shuri-jô Castle ჩინეთის ციხესიმაგრეების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განახლდა. ციხის კომპლექსი მოიცავს: საცხოვრებელ ადგილებს, რელიგიურ სამლოცველოებსა და დარბაზებს. 

 

#9  Amber Fortress, ინდოეთი
მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში აგებული ციხე, ინდოეთის ქალაქ ჯაიპურის მახლობლად, ბორცვზე მდებარეობს.  ციხესიმაგრე არქიტექტურის დახვეწილი სტილით გამოირჩევა. ტურისტებს ციხემდე მისავლელი გზის გავლას, ფეხით ურჩევენ.

 

#10  Predjama Castle, სლოვენია
Predjama Castle კლდეში ნაკვეთი თაღის ქვეშ მდებარეობს, რაც ნაგებობას, სხვა ციხესიმაგრეებისგან გამოარჩევს. აქ ყოველ  ივლისს ე.წ.  შუა საუკუნეების ფესტივალები იმართება.

 

#11  რაბათის ციხე, საქართველო
რაბათის ციხე, ახალციხეში მდებარეობს, მისი სტორია კი, IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა. სწორედ ამ დროს ციხე აღადგინეს და გააფართოვეს. 
ლაბირინთებით, ციხე-კოშკებით, ეკლესიებით, მეჩეთითა და სხვა ღირსშესანიშნაობებით დაკომპლექტებული ციხე, ტურისტების ყურადღებას იპყრობს.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top