წყალში ჩაძირული 7 მისტიური ქალაქი

ეს პერსონა

დედამიწის წყლების სიღრმეებში, უძველესი ცივილიზაციების ნანგრევები "განისვენებენ".
არქეოლოგებმა დღემდე, არაერთი  ჩაძირული ქალაქი, ნასახლარი, თუ ციხესიმაგრე აღმოაჩინეს.  სტატიაში რამდენიმე მაგალითს წარმოგიდგენთ: 

#1 ჩაძირული ქალაქი პავლოპერტი, საბერძნეთი - Sunken city of Pavlopetri, Greece
ქალაქი, რომელიც დაახლოებით 5000 წლის არის, სავარაუდოდ ძვ. წ. აღრიცხვით 1000 წელს ჩაიძირა ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელმაც საბერძნეთის კუნძულების მიწებს ადგილი უცვალა.
ქალაქი 80 000 კვადრატულ მეტრზე იყო გაშენებული და მისი განლაგება, ქუჩები, ბაღები ისე კარგად არის დაპროექტებული, რომ თანამედროვე ქალაქს მოგაგონებთ. 

 

#2 იონაგუნი ჯიმა, იაპონია - Yonaguni Jima, Japan
ამ ადგილს იაპონიის ატლანტიდასაც უწოდებენ. კუნძულ იონაგუნის ახლოს მდებარე წყალქვეშა ქალაქი, ტაივანიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. გამყინვარების პერიოდის დროს ეს კუნძული ჯერ კიდევ ჩინეთის მიწის ნაწილს წარმოადგენდა. შემდეგ კი ოკეანის ადიდებამ წარმოშვა კუნძულები, რომლებიც ახლა ჩინეთისა და იაპონიის ნაწილებს წარმოადგენენ.
ეს ნანგრევები სათანადოდ ჯერ არ შეუსწავლიათ, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდს დავეყრდნოთ. მათ მიაჩნიათ, რომ  ეს ადგილი იონაგუნი ჯიმა ჯომონების ცივილიზაციის საცხოვრებელს წარმოადგენდა, რომლებიც 12 000 წლის წინ, დღევანდელი იაპონიის ტერიტორიაზე ბინადრობდნენ.

 

#3 ჩაძირული ციხესიმაგრე ტბა ვანში, თურქეთი
ახლო აღმოსავლეთს ყველაზე დიდი ტბის ძირას 3000 წლის წინანდელი ციხესიმაგრე დგას, რომელსაც ერთი კილომეტრის სიგრძის და 4 მეტრი სიმაღლის კედლები აქვს.  ეს უძველესი ცივილიზაცია თანამედროვე თურქეთის, სომხეთის და ირანის მოსაზღვრედ ვითარდებოდა. მიუხედავად იმისა რომ ციხის ძირითადი ნაწილი ტბის ქვეშ არის მოქცეული, შენობის ნანგრევების ნაშთები ტბის კიდეებთანაც ჩანს.

 

#4 მაჰაბალიპურამი, ინდოეთი - Mahabalipuram, India
მაჰაბალიპურამის ტაძრის ნანგრევები ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით,  ზღვის დონიდან 6-8 მეტრის სიღრმეზე  იპოვეს. მანამდე, ტაძრის არსებობაზე ცნობები ადგილობრივ ფოლკლორში გვხვდებოდა, თუმცა აღნიშნული, მეთევზეების მიერ მოგონილი მითი ეგონათ.
2004 წელს მოვარდნილმა ცუნამმა  ყველაფერი შეცვალა. წყლის დონემ 500 მეტრით დაიწია და შლამი და ქვიშა წაიღო, რის შემდგაც წყლის ქვეშ მდებარე მითიური ნანგრევები რეალობად იქცა. 

 

#5 ჰერაკლეონი, ეგვიპტე - Heracleion, Egypt

კლეოპატრას ქალაქი ჰერაკლეონი, რომელიც მინიმუმ 1600 წლის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა, ალექსანდრიის სანაპიროს მიმდებარედ იპოვეს. უძველესი ქანდაკებები და სამარხები შესანიშნავად არის შემონახული. ქალაქის სავარაუდო გაუჩინარების მიზეზად ძლიერი მიწისძვრა სახელდება.
კვლევებმა აჩვენა, რომ ქალაქი ტონისი (ეგვიპუტად) და ჰერაკლეონი (ბერძნულად) ერთი და იგივე იყო. კლეოპატრა  ქალაქს ძვ. წ. აღრიცხვით 305 წელს მართავდა .

 

#6 ტბა ფუსიანი, ჩინეთი - Fuxian Lake, China
 წყალქვეშ ნაპოვნ ქალაქებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ქალაქი, ტბა ფუსიანში მდებარობს.
2001 წელს, საზღვაო არქეოლოგების გუნდმა ტბის შესწავლა გადაწყვიტა. მათ პირამიდის მსგავსი ნაგებობები, ქვის საგნები და სხვა ნანგრევები აღმოაჩინეს. არქეოლოგების განცხადებით, ეს ნანგრევები 2000 წელზე მეტი ხნისაა და მიეკუთვნება დაკარგული ცივილიზაციას, რომელიც ცნობილია დიანის სამეფოს (Dian Kingdom) სახელით.

 

#7 პორტ როიალი, იამაიკა - Port Royal, Jamaica
1692 წლამდე პორტ როიალი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი-პორტი იყო. სამწუხაროდ მიწისძვრამ და ცუნამმა ქალაქი ზღვის ქვეშ მოაქცია.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top