ყველა დროის ყველაზე ძლევამოსილი მაფიოზები

ეს პერსონა

ყველა დროის ყველაზე ძლევამოსილი მაფიოზები 


 

#1 ალ კაპონე
1925-1931 წლებში ალ კაპონე ჩიკაგოს ყველაზე ძლევამოსილ განგსტერად ითვლებოდა. იტალიელ ემიგრანტთა ოჯახში დაბადებული მომავალი მაფიოზი, ბავშვობიდანვე ჩაერთო კრიმინალური ბანდის საქმიანობაში.  მის სახელთან ყველაზე მეტად წმინდა ვალენტინის დღეს მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ასოცირდება. 1929 წლის 14 თებერვალს  კაპონეს ხალხმა მოწინააღმდეგე ბანდის წევრები ჩახოცა. 
მაფიოზს 700-მდე ადამიანის მკვლელობას მიაწერდნენ. საბოლოოდ კი ის, გადასახადების დამალვის გამო ჩასვევს ციხეში და 11 წელი მიუსაჯეს. ავადმყოფობის მიზეზით მსოფლიოში ცნობილმა და გავლენიანმა მაფიოზმა ციხე ნაადრევად დატოვა და 1947 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა. 

 

#2 ლაკი ლუჩიანო
ლაკი ლუჩიანო 1897 წელს სიცილიაში დაიბადა. კრიმინალური სამყაროს ფუძემდებელი და იმ პერიოდის ყველაძე მძლავრი "ბოსი" ნიუ-იორკში ცხოვრობდა. ლაკი კრიმინალურ სამყაროში მიმდინარე ყველა საქმიანობას აკონტროლებდა.  მას ბრალი პროსტიტუციის ბიზნესისთვის წაუყენეს, თუმცა 1946 წელს, იტალიაში გადაასახლეს. 

 

#3  ჯონ გოტი
1980-იან წლების ამერიკაში, ჯონ გოტი ყველაზე გავლენიანი მაფიოზი იყო. მოდური ტანსაცმლის სიყვარულის  გამო მას  „ელეგანტურ დონის“ ეძახდნენ.  საბოლოოდ, სხვადასხვა ბრალდებით (მკვლელობა გადასახადების დამალვა და სხვ) მაფიოზი ციხეში მოხვდა.  2002 წელს კი,  ყელის კიბოთი გარდაიცვალა. 

 

#4  ფრენკ კოსტელო
იტალიელი მაფიოზი პატარა ასაკიდან ადგილობრივი ბანდის  “104-ე ქუჩის” წევრი იყო. 1920 წელს, კოსტელო შეუერთდა ჩარლი  ლუჩიანოს და ერთად ჩაერთნენ აზარტული თამაშების ბიზნესში. 1936 წელს, როდესაც ჩარლი ლუჩიანო დაიჭირეს, კოსტელო გახდა მანჰეტენის კრიმინალური ოჯახის "ბოსი". მას დღემდე დამნაშავეთა სამყაროს პრემიერ-მინისტრს უწოდებენ. მაფიოზი 82 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

#5 ფრენკ ლუკასი
ამერიკელი განგსტერი ფრენკ ლუკასი ნარკოტიკების ბიზნესში აქტიურად იყო ჩართული.  მისმა „დიდებულმა“ ცხოვრებამ ხელისუფლების ყურადღება მიიქცია და ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით გაასამართლეს. მაფიოზმა ციხეში მხოლოდ 5 წელი გაატარა. 
ფრანკ ლუკასის ცხოვრებაზე 2007 წელს, ფილმი- „ამერიკელი განგსტერი“ გადაიღეს. 

 

#6  პაბლო ესკობარი
XX საუკუნის ყველაზე სასტიკი კრიმინალი - ასე ახასიათებენ კოლუმბიელ ნარკობარონს, პაბლო ესკობარს. ის ეჭვმიტანილია 1000-ზე მეტი ადამიანის- პოლიციის ოფიცრების, საპრეზიდენტო კანდიდატების, მინისტრებისა და ჟურნალისტების მკვლელობაში. 
1980-იან წლებში მაფიოზის ქონება 30 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ის აშშ-ში შეტანილი ნარკოტიკის 80%-ს აკონტროლებდა. ესკობარი გარკვეულ თანხას, ღარიბი ხალხისთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამებისთვის ხარჯავდა.  
"ფორბსმა" ის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში შეიყვანა.

 

#7 პოლ კასტელანო
ნიუ-იორკელი მაფიის ბოსი, პოლ კასტელანო ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაფიოზურ დაჯგუფებას- Gambino crime family-ის  ხელმძღვანელობდა. მაფიოზმა  კავშირების გამოყენებით, სამშენებლო და კვებით ბიზნესშიც შეაღწია. 
1945 წელს კასტელანო მეორე "ბოსმა", ჯონ გოტიმ მანჰეტენზე მოკლა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top