ტოპ-10 ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი მსოფლიოში

ეს პერსონა

განახლებადი ენერგია, მწვანე სივრცეები, ეკოლოგიურად სუფთა შენობები, ნარჩენების გადამუშავება და გარემოზე მორგებული სატრანსპორტო სისტემა - ამ ეფექტური ხერხებით მსოფლიოს ბევრი ქალაქი ცდილობს დედამიწის გადარჩენას და  მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას სთავაზობს. 

წარმოგიდგენთ, ყველაზე მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქებს მსოფლიოში:

#1  რეიკიავიკი, ისლანდია
ისლანდია ვულკანების სიუხვით ცნობილია, ამიტომ ბუნების ამ "საჩუქარს" უდიდესი გეოთერმული გათბობის სისტემების შესაქმნელად იყენებენ. რეიკიავიკში გათბობის  95% გეოთერმული ენერგიით არის უზრუნველყოფილი, რაც ნიშნავს იმას რომ მოხმარებადი ელექტროენერგია განახლებადია. 
პირველ ნომრად წოდებული ეკოლოგიურად სუფთა ქალაქისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება და მწვანე ადგილების შენარჩუნება, უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. ზემოთჩამოთვლილი პუნქტები რეიკიავიკს ყველაზე მწვანე ქალაქის სტატუსს უნარჩუნებს.

 

#2 ციურიხი, შვეიცარია
ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის შესანარჩუნებლად,  შვეიცარიის გეგმაში ენერგოეფექტურობა პირველ ადგილს იკავებს. ქალაქში, მინიმუმ 75% უნდა აკმაყოფილებდეს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას. 
გარდა ამისა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა ნაგებობების აშენება და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 

 

#3   ბრისტოლი, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისი
ბრისტოლში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობისთვის კლიმატის ცვლილების საკითხები და ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკა უცხო არ არის. 
ეკო-ქალაქის მიზანიც სწორედ ის არის, რომ 40%-მდე შეამციროს CO2- ის ემისია, ხოლო 2050 წლისთვის-80%-ით. 

 

#4    პორტლენდი, ორეგონი
განახლებადი ენერგიის გამოყენებითა და გარემოზე ზრუნვით პორტლენდმა მწვანე ქალაქის წოდება მოიპოვა. აქ მოსახლების 25% სამსახურში მისასვლელად ველოსიპედს იყენებს. გარდა ამისა, პორტლენდმა ერთ-ერთმა პირველმა აკრძალა პლასტმასის პარკების გამოყენება. ამავდროულად,  ქალაქში ხდება ნარჩენების რეციკლირება (გადამუშავება) შესაბამისად,  ნარჩენების 60% მუშავდება. 

 

#5   სან-ფრანცისკო, კალიფორნია
მწვანე სივრცეები, ენერგოეფექტური შენობები, ნარჩენების შემცირების პოლიტიკა- აღნიშნულმა საკითხებმა სან-ფრანცისკო ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად აქცია. ხოლო, 2011 წელს  ყველაზე მდგრადი ქალაქი გახდა ჩრდილოეთ ამერიკაში. 

 

#6   ვანკუვერი, კანადა
განახლებადი ენერგია, ეკოლოგიურად სუფთა შენობები და ტრანსპორტი, ნარჩენების ნულოვანი პოლიტიკა და შესაბამისად სუფთა ჰაერი - ამ გეგმით ვანკუვერი ცდილობს, 2020 წელს ყველაზე მწვანე ქალაქის სტატუსი მოიპოვოს. 

 

#7   მალმე, შვედეთი
მალმემ შეადგინა გეგმა, რომლის თანახმად, 2030 წლისთვის მთელი ქალაქი განახლებადი ენერგიით იქნება უზრუნველყოფილი. ქალაქში ცდილობენ ნარჩენების მართვის და ურბანული დაგეგმარების სწორად განხორციელებას.

 

#8 კოპენჰაგენი, დანია
კოპენჰაგენი ცდილობს 2025 წლისთვის ნახშირბადის ემისიისგან მთლიანად გათავისუფლდეს. ქალაქში, გაყიდული საკვებიდან ყოველი მეათე პრიდუქტი ორგანულია. 
აქ ასევე ცდილობენ უფასო ველოსიპედების პროგრამის გაუმჯობესებას. 

 

#9   სტოკჰოლმი, შვედეთი
სტოკჰოლმი პირველი ქალაქი იყო, რომელმაც მწვანე ქალაქის ტიტული მოიპოვა. აქ მოსახლეობის 95%, მწვანე საფარიდან დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით ცხოვრობს. ქალაქში 1000 პარკი და 7 ნაკრძალია. 

 

#10  ოსლო, ნორვეგია
ქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტირების სისტემა განვითარებულია, ველოსიპედის დაქირავება კი- ყველასთვის ხელმისაწვდომი.  2003 წელს ოსლომ ასევე მიიღო ევროპის მდგრადი ქალაქის ჯილდო.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top