5 ადგილი დედამიწაზე, სადაც ამოუხსნელი მოვლენები ხდება

ეს პერსონა

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში მეცნიერება ახალ სიმაღლეებს იპყრობს, დედამიწის ზოგიერთი საიდუმლოება კვლავ ამოუხსნელია. 

ჩვენ რამდენიმე მაგალითს წარმოგიდგენთ:

 

#1 ვენესუელას ელვა (კატატუმბოს ელვა)
დედამიწაზე ჭექა-ქუხილი და შტორმი ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ვენესუელაში სხვაგვარად არის საქმე. იმ ტერიტორიაზე, სადაც მდინარე კატატუმბო მიედინება, ელვა  რამდენიმე საათს, განუწყვეტლივ გრძელდება, (საათში 280-ჯერაც შეიძლება იელვოს) ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ელვას აკუსტიკური ეფექტები (ქუხილი) არ მოყვება, ამასთან, ელვარება მზის ჩასვლის შემდეგ იწყება და გამთენიამდე გრძელდება. კატატუმბოს ელვა შეინიშნება დაახლოებით 400 კმ-ის მანძილიდან. 

 

#2 ბერძნული მირაჟი
ფრანგოკასტელოს ციხესიმაგრის სტუმრები სმენით და ვიზუალურ ჰალუცინაციებს უჩივიან. როგორც  სტუმრები ამბობენ,  მათ თვალწინ ვითარდება საბრძოლო შეტაკების სცენა, ესმით მეომრების ხმა, იარაღების ჟღარუნი. ვარაუდობენ, რომ ყველაფრის მიზეზი იონიზირებული ჰაერი და ანტიკური გარემოა, რომელიც ფანტაზიას აღვიძებს, თუმცა მოვლენის ზუსტი ახსნა ჯერჯერობით არ არსებობს.

 

#3 ჰესდალენის ნათება
ნორვეგიაში, ჰესდალენის ველში ყოველ საღამოს, გაურკვეველი სახის ნათება ჩნდება.
ამ ფენომენით მეცნიერები და უფოლოგები დიდი ხანია დაინტერესებულები არიან; რამდენჯერმე ჩაატარეს სხვადასხვა სახის კვლევა მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს. არსებობს ვერსია, რომ ნათების გამოჩენა დაკავშირებულია გოგირდისა და წყლის რეაქციასთან, რომელიც იქვე მდებარე რადიოაქტიური ტბიდან ორთქლდება. სკანდინავიური მითების მოყვარულები კი, მოვლენას სკანდინავიურ ღმერთს, ლოკის უკავშირებენ.

 

#4 გამოქვაბული მოვილე (რუმინეთი)
გამოქვაბული მოვილე,  რომლის ასაკი  დაახლოებით 500 ათასი წელია, შავ ზღვაზე სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ამ ადგილზე  ჩამოყალიბდა მიკროკლიმატი, რაც ადგილობრივ მობინადრე არსებებს (მეცნიერებმა აღმოაჩინეს 30 სახეობის ცოცხალი არსება) კარგ საცხოვრებელ პირობებს უქმნის. გამოქვაბულში ჟანგბადის ნაკლებობაა, დომინირებს ამიაკი, წყალბადის სულფიდი და ნახშირორჟანგი. აღმოჩნდა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნებში აღწერილი მიწისქვეშა სამყაროები, ნამდვილად, არსებობს...

 

#5 უთავო ხეობა
ამ ხეობაში, ისევე, როგორც ბერმუდის სამკუთხედში,  ადამიანები ქრებიან. მათ ცხედრებს კი თავების გარეშე პოულობენ. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ხეობას სახელი არ ჰქონდა და ადგილობრივი ინდიელებიც კი გვერდს უვლიდნენ. ყველაფერი 1908 წელს შეიცვალა, როცა ოქროს მაძიებელთა 6-კაციანი ჯგუფის უთავო ცხედრები იპოვეს.  ამ დრომდე, თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი ექსპედიციები  უშედეგოდ სრულდებოდა, ზოგჯერ მსხვერპლითაც კი. ამ ადგილის  საიდუმლოებას  მთები და უღრანი ტყეები, საგულდაგულოდ მალავენ.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top