თვალს წყალი დაალევინეთ და ნახეთ მსოფლიოს გამორჩეული 9 მდინარე

ეს პერსონა

ულამაზესი მდინარეები, რომლებიც ერთხელ მაინც უნდა ნახოთ


 

#1 კანიო კრისტალესი, კოლუმბია

კანიო კრისტალესი, რომელსაც სხვანაირად ცისარტყელასაც ეძახიან, მაკარენას მთებიდან იღებს სათავეს. მდინარის კალაპოტში 5 ფერი გვხდება. ესენია: ცისფერი, მწვანე, შავი, წითელი და ყვითელი.



 

#2 ამაზონი

მსოფლიოში ყველაზე წყალუხვ მდინარეს საოცრად ლამაზი აუზი აქვს.

 

#3 მისური და "გულის მდინარე"

მისურს  ჩრდილოეთ დაკოტის შტატის ტერიტორიაზე ერწყმის „გულის მდინარე“. ეს უკანასკნელი სახელწოდებას  ნამდვილად ამართლებს...

 

#4 ფუტალეუფუ

ფირუზისფერი მდინარე ფუტალეუფუ, რომელიც არგენტინასა და ჩილეში მიედინება, განსაკუთრებით  ჯომარდობის მოყვარულთათვის არის მიმზიდველი.

 

#5 მდინარე ლენა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის მდინარის ნაპირებთან ლენას სვეტები, იგივე ქვის ტყე მდებარეობს, რომელიც ულამაზეს გეოლოგიურ ლოკაციას წარმოქმნის.

 

#6  მდინარე ზამბეზი

ზამბეზს ყოველწლიურად ორ მილიონამდე ადამიანი, სახელგანთქმული ჩანჩქერების სანახავად სტუმრობს. მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავია, ვიქტორიას ჩანჩქერი.

 

#7 დუნაი

დუნაი 10 ევროპულ ქვეყანაში მიედინება და ცენტრალური ევროპის წყლის არტერიას წარმოადგენს. მდინარე ხელოვანთა შთაგონების წყარო არაერთხელ გამხდარა. მაგალითისთვის თუნდაც, იოჰან შტრაუსის „ლურჯი დუნაი“ კმარა.

 

#8 მდინარე იანძი

აზიის ყველაზე გრძელი მდინარე, ჩინეთის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, ფიზიკურ და კულტურულ საზღვარს ქმნის.

 

#9 მტკვარი და არაგვი

ადგილი, სადაც მტკვარი და არაგვი ერთმანეთს უერთდება, არა მხოლდო უამრავ ტურისტს იზიდავს, არამედ ბევრი ხელოვანის შთაგონების წყაროც არის.

 

 

 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top