მსოფლიოს ყველაზე ფერადი და თვალისმომჭრელი ქალაქები - ფოტო

ეს პერსონა

ტურისტული ქალაქები, როგორც წესი კონკრეტული დამახასიათებელი ნიშნით გამოირჩევა. შეიძლება ეს იყოს  - ლამაზი სანაპიროები,  რეკრეაციული ზონების სიმრავლე, ისტორიული შენობები, მდიდარი კულტურა თუ ხელოვნების იშვიათი ნიმუშები... ჩვენ სიაში კი, ფერთა სიხუვით გამორჩეული ქალაქები მოხვდნენ.

 

#1 ნუჰავნი, კოპენჰაგენი, დანია

ოდესღაც სავაჭრო პორტი, საიდანაც მეზღვაურები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიემგზავრებოდნენ, ცნობილია მე-17 საუკუნის ფერად-ფერადი შენობებით.

 

#2 ტრინიდადი, კუბა

ფერად ქალაქი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია,  1514 წელს დაარსდა. ქალაქში ვხვდებით ესპანურ არქიტექტურას, რიყის ქვისგან ნაგებ ქუჩებსა და კლასიკური სტილის ავტომობილებს.

 

#3 შავენი, მაროკო

არსებობს ბევრი თეორია იმის შესახებ, თუ რატომაა მოხატული მთელი ქალაქი ლურჯ ფერებში (რომ ადგილობრივები მიჰყვებოდნენ ებრაულ ადათ-წესებს, ან ასე ცდილობდნენ კოღოების მოშორებას და სხვ.) თუმცა დღემდე „მაროკოს ლურჯი მარგალიტი“ საიდუმლოებითაა მოცული.

 

#4 გუანახუატო, მექსიკა

კიდევ ერთი ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან. გუანახუატო ისტორიით, არქიტექტურითა და ფერებით მდიდარი ქალაქია. მექსიკაში მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ადგილად.

 

#5 ლა ბოკა, ბუენოს აირესი, არგენტინა

ქალაქში, სადაც ღამღამობით ტანგო მეფობს, დღისით, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას ნახავთ. ეს ადგილიც გამორჩეულია ფერთა სიუხვით; გადმოცემის თანახმად, როდესაც ლა ბოკაში მიგრანტები დასახლდნენ, საცხოვრებელი სახლები იმ საღებავებით შეღებეს, რაც მათთან  ახლომდებარე ნავსადგომში აღმოჩნდა.

 

#6 სალვადორი, ბრაზილია

სალვადორი აფრობრაზილიური კულტურის ეპიცენტრს წარმოადგენს, რომელიც  მე-17 და მე-18 საუკუნის კოლონიური არქიტექტურის ულამაზესი ნიმუშებით გვხიბლავს. 

 

#7 გამჩხონის კულტურული სოფელი, ბუსანი, სამხრეთ კორეა

სოფელი 1920-30-იან წლებში ღარიბი კორეელებისთვის აშენდა, რომლებიც ქალაქის ცენტრიდან გადმოჰყავდათ. 2009 წელს, განახლების მიზნით, სოფლის შენობების სხვადასხვა ფრად შეღებვა გადაწყდა. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან სოფლის განახლებულმა იერმა უამრავი ხელოვანი ადამიანი მიიზიდა. გაიხსნა გალერეები, სტუდიები და ყავის ბარები.

 

#8 გუატაპე, კოლუმბია

კოლუმბიის ყველაზე ფერადი ქალაქი, კაშკაშა ფერებში მოხატული ბარელიეფებისა და ადგილობრივი სახლების დიზაინის შთამბეჭდავ ნაზავს წარმოადგენს.

 

#9 ჰუსკარი, მალაგა, ესპანეთი

2011 წელს მულტფილმ „სმურფების“ პრემიერის ფარგლებში, Sony Espana-მ თეთრი შენობები ცისფრად შეღება.

 

#10 ლონგირი, ნორვეგია

ლონგირი  მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლებაა, თუმცა ქალაქს განსაკუთრებული ადგილმდებარეობის წყალობით არ გაუთქვამს სახელი- არამედ ფერად-ფერადი სახლებით, რომლებიც 4-თვიანი პოლარული ღამის განმავლობაში, განსაკუთრებით შთამბეჭდავ ეფექტს ახდენს.

3
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top