15 საინტერესო ფაქტი იაპონიის შესახებ

ეს პერსონა

იაპონია  უნიკალური ქვეყანაა, სადაც ერთმანეთს ერწყმის მაღალი ტექნოლოგიები და უძველესი ტრადიციები.

 სტატიაში ამომავალი მზის  ქვეყანის შესახებ, საინტერესო ფაქტებს გაეცნობით.


 

#1 იაპონიაში არსებობს „თვითმკვლელთა ტყე“. აოკიგაჰარას ტყეს „სიკვდილისთვის საუკეთესო ადგილს“ ეძახიან. სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის ხიდის შემდეგ, ეს მეორე ადგილია, სადაც ყველაზე ხშირად იკლავენ თავს.

 

#2  ყველაზე „პუნქტუალური“ მატარებლები, იაპონიაშია. (საშუალოდ  18 წამით აგვიანებენ)

 

#3 იაპონელ ფერმერებს მართკუთხა საზამთროები გამოჰყავთ, რადგან  ასე უფრო უადვილდებათ საზამთროს დაფასოება-შენახვა.

 

#4 იაპონელ მგზავრს, რომელიც ტიტანიკის კატასტროფას გადაურჩა, სამშობლოში  მშიშარა უწოდეს. თანამემამულეთა აზრით, ის სხვა მგზავრებთან ერთად უნდა დაღუპულიყო.

 

#5 1997 წელს "პოკემონის" ერთ-ერთი სერიის გამოსვლის შემდეგ, საავადმყოფოებში 685 ბავშვი გადაიყვანეს. ამ ეპიზოდმა ბავშვებში გამოიწვია თავბრუსხვევა, ღებინება და სხვადასხვა სახის შეტევა.

 

#6 იაპონიაში სავაჭრო ავტომატები მოქალაქეებს  ფართო არჩევანს სთავაზობენ. (სექს-სათამაშოებით დაწყებული, ცოცხალი კიბორჩხალებით დამთავრებული)

 

#7 იაპონურ ენაში, მკაფიო ასო რ-ს არარსებობის გამო, მაკდონალდსის სიმბოლოს, რონალდ მაკდონალდს- დონალდ მაკდონალდს ეძახიან.

 

#8 ადამიანებს, რომელთაც ტატუ აქვთ, აბანოებსა და  საჯარო აბაზანებში არ უშვებენ. იაპონიაში მიაჩნიათ, რომ  ტატუ კრიმინალურ ბანდ-ფორმირებებთან კავშირზე შეიძლება მიანიშნებდეს.

 

#9 იაპონელები კომიქსებისთვის უფრო მეტ ქაღალდს ხარჯავენ, ვიდრე ტუალეტის ქაღალდისთვის.

 

#10 თუ პირი სუიციდის მიზნით მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა, მისი ოჯახი ჯარიმას იხდის.

 

#11 იაპონიაში ტარდება „მტირალა სუმოს“ შეჯიბრი. მონაწილეები ცდილობენ, ბავშვები რაც შეიძლება სწრაფად  აატირონ.

 

#12  ყავა იმდენად პოპულარულია იაპონიაში, რომ ქვეყანა იამაიკის ყოველწლიური ყავის პროდუქციის თითქმის 85%-ს შეისყიდის.

 

#13 იაპონურ ოჯახებში გაზქურა ისეთი გავრცელებული ტექნიკა  არაა, როგორც ბრინჯის მოსამზადებელი მოწყობილობა.

 

#14 გეიშა ნიშნავს „ხელოვნებათა ადამიანს“ . პირველი გეიშები კაცები იყვნენ.

 

#15 იაპონიაში საჯაროდ ცხვირის მოხოცვა, უკულტურობად ითვლება.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top