მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში - მსოფლიოს 10 შთამბეჭდავი მღვიმე

ეს პერსონა

ბუნების უნიკალური წარმონაქმნები - 10 დიდებული მღვიმე


#1  Son Doong Cave, ვიეტნამი
მსოფლიოში ყველაზე დიდი მღვიმე ვიეტნამში მდებარეობს.  მღვიმის ძირითადი ნაწილი დაახლოებით 5 კილომეტრი სიგრძისაა, სიმაღლე 200,  სიგანე კი 150 მეტრია. გამოქვაბული 1991 წელს აღმოაჩინეს, შესწავლა კი - 2009 წელს დაიწყო. Son Doong-ში ნახავთ მსოფლიოში ყველაზე დიდ სტალაგმიტსაც, რომლის სიმაღლე 80 მეტრს აღწევს. 

 

#2  Naica Mine, მექსიკა
კრისტალების მღვიმე, რომელიც ულამაზეს სანახაობას ქმნის, მექსიკაში მდებარეობს.  სიღრმის (120 მ) და ტემპერატურის (58 ° C) გამო, მღვიმე ვიზიტორებისთვის დახურულია. 

 

 

#3  Vatnajokull Glacier Cave, ისლანდია
გამოქვაბული ვატნაიეკუდლის მყინვარზე მდებარეობს, რომელიც მოცულობით ყველაზე დიდი მყინვარია ევროპაში. მყინვარის მუდმივად დნობისა და დაშლის გამო, გამოქვაბულის მონახულება საფრთხის შემცველია.

 

#4  Batu Caves, მალაიზია
Batu Caves-ს , რომელიც მალაიზიაში მდებარეობს, ადგილობრივები თავშესაფრად იყენებდნენ. მღვიმეს აქვს სამი ძირითადი გამოქვაბული, სადაც  განთავსებულია ტაძრები. დღესდღეობით, Batu Caves ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია მალაიზიაში. 

 

#5  Mendenhall Glacier Cave, აშშ
ყინულის გამოქვაბული მენდენჰოლის მყინვარის ნაწილია, რომელიც აშშ-ის შტატ ალასკაში მდებარეობს. გლობალური დათბობის გამო მყინვარი ნელ-ნელა დნება - უცნობია მღვიმეს ბედიც.  

 

#6  Glowworms Cave, ახალი ზელანდია
ციცინათელებით მოჭედილი მღვიმე, მძივის ფორმის  ძაფები და კირქვის ულამაზესი წარმონაქმნები  - ეს ის სანახაობაა,  რომელიც მხოლოდ ახალ ზელანდიაში შეგიძლიათ ნახოთ. ჯადოსნური მწერები ასხივებენ ფოსფორესცენტულ ბზინვარებას, რითაც ანათებენ მღვიმეების ბნელ სარდაფებს და თვალწარმტაც სილამაზეს ქმნიან. მღვიმე  ვიზიტორებისთვის ყოველთვის ღიაა. 

 

#7 კრუბერის გამოქვაბული, საქართველო

მსოფლოში, დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმა კრუბერის გამოქვაბულია, რომელიც აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს.  სიღრმე 2190 მეტრს შეადგენს. 
პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა 1960 წელს აღმოაჩინეს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. ხოლო, 2007 წელს  უკრაინელმა სპელეოლოგმა 2191 მეტრის სიღრმეზე  ჩასვლა შეძლო. მღვიმეში მინიატურული სტალაქტიდები, სტალაგმიტები და წყლის პატარა ნაკადები გვხდება.

 

#8  Antelope Canyon, აშშ

Antelope Canyon არიზონაში მდებარეობს. წყალდიდობების და ქარის გამო ათასობით წლის განმავლობაში მღვიმე დაფარული იყო, ამიტომ კედლები გლუვი და ამავდროულად სველია. 

 

#9  The Phraya Nakhon Cave, ტაილანდი
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და იდუმალი ღირსშესანიშნაობა ტაილანდში.  გამოქვაბული წარსულშიც პოპულარული იყო, რომელსაც ადგილობრივი მეფეები ხშირად სტუმრობდნენ.

 

#10   ახალი ათონი, საქართველო 
ახალი ათონის მღვიმე გეოგრაფიის ინსტიტუტმა 1961 წელს აღმოაჩინა და შეისწავლა. გიგანტური დარბაზებში სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაგმიტები და გაქვავებული ჩანჩქერები, ასევე კირქვის უზარამაზარი ლოდების გროვები  და 20-30 მეტრი სისქის თიხის ფენები გვხვდება.
1975 წლის 4 ივლისს ახალი ათონის მღვიმეში ამოქმედდა ახალი ათონის მღვიმური რკინიგზა, რომლის ხაზის სიგრძე 1291 კილომეტრია და 3 სადგური აქვს.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top