მოგზაურობა დროსა და სივრცეში - როგორია მსოფლიოს პირველი ციფრული მუზეუმი

ეს პერსონა

2018 წლის 21 ივნისს ტოკიოს რაიონ ოდაიბაში, ტოკიოს ყურესთან, 10 000 კვ. კილომეტრის ფართობზე მსოფლიოში პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმი Mori Building Digital Art Museum: teamLab Borderless მოეწყო. მუზეუმი არტ-ჯგუფმა teamLab-მა და კომპანიამ Mori Building-მა ერთობლივი ძალებით შექმნეს.

პროექტის მიზანია, წაიშალოს ყველანაირი ზღვარი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრს შორის, ასევე ხელოვანებისა და მაყურებელს შორის, რათა თავად გახდნენ  ექსპოზიციის ნაწილი. მუზეუმში  ყოფნა ალტერნატიულ რეალობაში მოხვედრას ჰგავს. დამთვალიერებელს უჩნდებათ განცდა, რომ  სხვადასხვა სივრცეში  „დაცურავს“, ციფრული ილუზიები კი, სხვა სამყაროში შთანთქავს.

Mori Building Digital Art Museum-ში 50 ციფრული ნამუშევარი, 520 კომპიუტერი და 470 პროექტორია დაყენებული.

რა უნდა ვიცოდეთ:

#1 მუზეუმი 5 ზონად იყოფა. ესენია:

- "უსაზღვრო სამყარო" - ის ზონაა, სადაც ინსტალაცია პირდაპირ „ეკონტაქტება“ იქ მისულ სტუმრებს. ციფრული ინსტალაციები მუდმივად იცვლება და გარდაისახება ადამიანთა ქმედებების საპასუხოდ.

- "ათლეტური ტყე" - სივრცე, რომლის შეცნობა  სხეულის მეშვეობით ხდება, ასევე ხელს უწყობს სივრცითი შემეცნების განვითარებას. ეს ბავშვებისთვის ყველაზე მეგობრული ზონაა, რადგან იქ უამრავი ინსტალაციაა, სადაც შეიძლება ხტუნვა, ცოცვა, სრიალი და ზოგადად ენერგიის დახარჯვა.

- "მომავლის პარკი" - ექსპერიმენტული სივრცე ერთობლივი მუშაობისთვის. ფაქტობრივად, მნახველს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს შექმნის პროცესში.

 

- "ნათურების ტყე" - ნათურებით სავსე "უსასრულო" ოთახი 

- "EN ჩაის სახლი" - თავს იგრძნობთ, როგორც "ალისა საოცრებათა ქვეყანაში"-ის გმირი -  სადაც ჭიქებიდან ყვავილები იფურჩქნება.

 

#2 Instagram-ისთვის ზედგამოჭრილი სივრცეა

აქ მნახველებს სმარტფონების გამოყენებას არ უშლიან, ამიტომ Mori Building Digital Art Museum: teamLab Borderless-ში თქვენი ვიზიტის ციფრული „დოკუმენტირება“ ადვილად შესაძლებელია.

#3 მუზეუმში წასვლამდე გასათვალისწინებელია:

- წინასწარ იყიდეთ ბილეთები - მუზეუმი იმდენად პოპულარულია, რომ შეიძლება, მომდევნო თვისთვის ბილეთი ვერც კი იშოვოთ.

- მიდით დღის 15:00 საათის შემდეგ (რადგან გახსნის პირველ  საათებში განსაკუთრებით გადავსებულია)

- მიეცით საკუთარ თავს საშუალება, კარგად გამოიკვლიოთ იქაურობა - მუზეუმი უზარმაზარ შენობას წარმოადგენს და მისი სრულად ნახვა თითქმის შეუძლებელია, ხოლო ინსტალაციებზე „ნაყოფიერი“ ხეტიალისთვის მინიმუმ 3-4 საათი დაგჭირდებათ. ზოგიერთ განსაკუთრებით პოპულარულ ინსტალაციაზე მოსახვედრად, რიგში დგომა მოგიწევთ.

- შესაბამისად ჩაიცვით:

1) უმჯობესია, შარვლით მიხვიდეთ. მართალია, ოფიციალური დრესკოდი Mori Building Digital Art Museum: teamLab Borderless-ში არ არსებობს, თუმცა ზოგიერთ საინსტალაციო სივრცეში ბროლის იატაკებია დაგებული, ამიტომ  კაბაში გამოწყობილმა პირმა, შესაძლოა უხერხულობა იგრძნოს. 

2) ჩაიცვით ბრტყელი, კომფორტული ფეხსაცმელი - მაგალითად, "ათლეტურ ტყეში" უსაფრთხოებს გამო, არ შეუშვებენ მნახველებს, ვისაც ქუსლიანი ან სხვა „არამყარი“ ფეხსაცმელი აცვია.

3) ჯობია, ჩაიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი - განსაკუთრებით, თუკი ინსტაგრამისთვის ფოტოების გადაღება გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ ფერებისა და ჰოლოგრამების ფონზე, უკეთ გამოჩნდებით ღია ან თეთრი ფერის ტანსაცმელში.

აუცილებლად სანახავი ნამუშევრები:

#1.Wander through the Crystal World

#2. Universe of Water Particles on a Rock where People Gather #3. Memory of Topography #4.Flutter of Butterflies Beyond Borders, Floating Nest #5.Crows are Chased and the Chasing Crows are Destined to be Chased as well, Transcending Space #6. Graffiti Nature - High Mountains and Deep Valleys #7. Weightless Forest of Resonating Life #8. Walk, Walk, Walk: Search, Deviate, Reunite #9. The Way of the Sea, Floating Nest #10. Black Waves - Continuous

თუკი ტოკიოში წასვლა არ გსურთ, იცოდეთ, რომ ციფრული ხელოვნების მუზეუმი საქართველოშიც ფუნქციონირებს. სივრცე 2019 წლის ოქტომბერში Tbilisi Mall-ის ტერიტორიაზე განთავსდა და სამი მულტიმედიური დარბაზისგან შედგება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top