11 უსარგებლო ნივთი, რომლებიც წარმოუდგენლად ძვირი ღირს

ეს პერსონა

10 ძვირადღირებული, მაგრამ სრულიად უსარგებლო ნივთი


 

#1 ბრიალიანტებით მორთული ჩაის პაკეტი

ღირებულება - $14 000

რა ღირს ჩაის ერთჯერადი პაკეტი რიგით ქართულ სუპერმარკეტში? 20, 30, იქნებ 50 თეთრი? თუმცა, თუ ჩაი ძალიან გიყვართ, იქნებ არც  14 000 დოლარის გადახდა დაგენანოთ...ბრიტანულმა კომპანია  Brooke Bond-მა, გამოუშვა ჩაის პაკეტები, რომლებიც მორთულია ბრილიანტის თვლებით. თითო პაკეტს თან  ახლავს 280 მცირე ზომის ბრილიანტი. ამგვარი გაფორმების მიუხედავად,   ჩაის დაყენება  ჩვეულებრივად არის შესაძლებელი.

 

#2 კონტაქტური ლინზები ბრილიანტებით

ღირებულება - $15 000

თუკი არც ფული და არც თქვენი თვალები არ გენანებათ, ბრილიანტებით მორთულ კონტაქტურ ლინზებს შემოგთავაზებთ. ეს ლინზები მცირე ზომის 18  ბრილიანტითაა გაფორმებული, ღირებულება კი - 15 000 აშშ დოლარს შეადგენს. ოღონდ, ფრთხილად იყავით, ლინზებმა  შესაძლოა, თვალის ქსოვილის სტრუქტურა დააზიანოს.  

 

#3 კრიკეტის ბრილიანტის ბურთი

ღირებულება - $68.500

კრიკეტისთვის განკუთვნილი ბურთი ძვირი არ უნდა ღირდეს, თუმცა 2007 წელს კომპანიამ Gitanjali Gems Limited-მა 2 ეგზემპლარად 8 728 ბრილიანტით მორთული პატარა ბურთი გამოუშვა, რომელიც უფრო დისკო-ბურთს ჰგავს. თუმცა, საეჭვოა ვინმეს  კრიკეტის ჩოგნით ამ ძვირფასი ბურთის სროლა მოუნდეს.

 

#4 ოქროსგან დამზადებული ტუალეტის ქაღალდი

ღირებულება - $1.380.000

კორონავირუსის პანდემიის დროს ტუალეტის ქაღალდი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი გახდა, თუმცა ეს ვერ ხსნის იმას, თუ რატომ მოუნდა ავსტრალიურ კომპანია Toilet Paper Man-ს 22-კარატიანი ოქროს ტუალეტის ქაღალდის გამოშვება, რომელიც სამი ფენისგან შედგება. კომპანიის წარმომადგენელთა  მტკიცებით, მისი გამოყენება უსაფრთხოა...

 

#5 თეთრი ოქროსგან დამზადებული ძაღლის საყელო

ღირებულება - $3.200.000

ადამიანების უმეტესობას შინაური ცხოველები უყვარს, ზოგი კი  სიყვარულის გამოსახატად ძვირადღირებულ აქსესუარებს ყიდულობს. მაგალითისთვის - კომპანიამ Love Dogs Diamonds-მა გამოუშვა 3.2 მილიონი დოლარის ღირებულების საყელო Amour Amour, რომელიც 18-კარატიანი თეთრი ოქროსგან, ნიანგის ტყავისგან და პლატინისგანაა შექმნილი.  პრობლემა კი ისაა, რომ ვინმეს შესაძლოა ასეთი აქსესუარი დამშვენებული ძაღლის გატაცება მოუნდეს.

 

#6 მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შოკოლადის ყუთი

 ღირებულება - $1. 500 000

Simons Jewelers-ის შოკოლადის ყუთი- Le Chocolate, ყვითელი და ლურჯი ბრილიანტების, ზურმუხტებისა და საფირონის თვლებითაა გაფორმებული. სხვა დროს ალბათ ყუთს სანაგვე ურნაში მოისროდით, მაგრამ ამ შემთხვევაში 1.5 მილიონი დოლარის გადაყრა, ნამდვილად დასანანია...

#7 LCD-ტელევიზორი

ღირებულება - $130.000

ახალი სახლისა თუ ძვირადღირებული ავტომობილების ნაცვლად, ზოგი Yalos Diamond-ის ტელევიზორს ყიდულობს. აპარატი თეთრი ოქროთი და 20-კარატიანი ოქროს ბრილიანტებითაა დაფარული. ალბათ, ეს მდიდრული მორთულობა სერიალების ყურებას დაუვიწყარს ხდის.

 

#8 ოქროს მაისური

ღირებულება - $250.000

ინდოელმა ბიზნეს-მაგნატმა დათა პიუჯმა გადაწყვიტა, სუფთა ოქროსგან ძვირადღირებული მაისური შეეკერა. დაახლოებით 3-კილოგრამიანი მაისური Rankar Jewelers-ის გუნდმა 15 დღეში დაამზადა. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ ოქროს მაისური ელიტური სტატუსის სიმბოლოა, თუმცა საეჭვოა, რომ ასეთი მაისურით გადაადგილება პრაქტიკული იყოს.

 

#9 ძვირადღირებული ყინულის კუბები

ერთი კუბის ღირებულება - $325

კალიფორნიული კომპანია Gläce Luxury Ice აწარმოებს უჩვეულო ყინულის კუბებს. ეს ყინული სითხეში არ დნება და მშვენიერი გამაგრილებელი ეფექტიც აქვს. 

 

#10 ჩიტი ჰუიას ბუმბული

ღირებულება - $8.000

თუ მე-18 საუკუნეში "ჩარჩით" და ჯერ კიდევ ჩიტების მეშვეობით აგზავნით წერილებს, ეს ძვირადღირებული ბუმბული მოგეწონებათ. მაგრამ რატომ $8000?  საქმე ისაა, რომ ჰუია ჩიტების გადაშენებული სახეობაა, რომელიც 1907 წლის შემდეგ აღარავის უნახავს. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top