Zoom - კომფორტული აპლიკაცია თუ საფრთხე

ეს პერსონა

რა საფრთხეებს შეიცავს Zoom-ის აპლიკაცია



კორონავირუსის პანდემიის გამო, თვითიზოლაციის პირობებში ბევრი ადამიანი იყენებს სხვადასხვა აუდიო თუ ვიდეო საკომუნიკაციო მომსახურებას. განსაკუთრებით პოპულარული გახლავთ Zoom-ის პროგრამა, რომელიც 2011 წელს, კომპანია Cisco–ს ყოფილმა პროგრამისტმა ერიკ იუანმა შექმნა.

ყველაფერი, რასაც ადამიანები  გლობალურ პანდემიამდე აკეთებდნენ - სამსახურის შეკრებები, წვეულებები, სხვადასხვა შეხვედრები, - დღეს  Zoom-ის ფორმატით ხორციელდება. კომპანიის მენეჯმენტმა მზადყოფნა  გამოთქვა უპრეცედენტოდ ბევრი მსურველის მომსახურებაზე,  ხოლო გაზეთმა New York Times- მა დაწერა, რომ ”ჩვენ Zoom-ის ეპოქაში ვცხოვრობთ”. 

მიუხედავად  ზემოთთქმულისა, ეს არ არის კომუნიკაციის ყველაზე უსაფრთხო აპლიკაცია. როგორც აღმოჩნდა, Zoom–ის პროგრამა საკმაოდ დაუცველია, რაც საფრთხეს უქმნის თქვენი საუბრების კონფიდენციალურობას. როგორც "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება, ათასობით ონლაინშეხვედრა, რომელიც  ამ პროგრამით მიმდინარეობდა, გახდა საჯარო.  ამასთან, Zoom-ის  წაშლისას აპლიკაცია სრულად არ ქრება თქვენი კომპიუტერიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამას  ნებართვის გარეშე შეუძლია დაგაკავშიროთ რომელიმე ონლაინ კონფერენციასთან. 

Zoom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა  ერიკ იუანმა განაცხადა, რომ  24-საათიანი მუშაობის მიუხედავად, ჯერჯერობით  ვერ ხერხდება პირადი ინფორმაციის და უსაფრთხოების  სათანადოდ დაცვა, თუმცა იუანი ირწმუნება, რომ კომპანია   უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებს აუცილებლად გაუმკლავდება.


ერიკ იუანი / Zoom-ის შემქმნელი

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top