ვარსკვლავების აქამდე უცნობი ნათესაური კავშირები

ეს პერსონა

სტივენ სპილბერგი და გვინეტ პელტროუ, ხოაკინ ფენიქსი და ბენ აფლეკი - ამ და სხვა ცნობილი ადამიანების ნათესაური კავშირების შესახებ ბევრმა არ იცის. 

დღეს წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ვარკვლავურ წყვილს,  რომლებიც ერთმანეთის ნათესავები არიან.


#1    მერილ სტრიპი და ბრუკ შილდსი
მსახიობები მერილ სტრიპი და ბრუკ შილდსი ნათესავები არიან. მერილ სტრიპის მამას და ბრუკ შილდსის დედას საერთო წინაპარი ჰყავდათ.

 

#2   მადონა და სელინ დიონი

პოპ დივა მადონა და კანადელი მომღერალი სელინ დიონი  შორეული ბიძაშვილები არიან.

 

#3  სტივენ სპილბერგი და გვინეტ პელტროუ
ცნობილი რეჟისორი სტივენ სპილბერგი, მომხიბლავი გვინეტ პალტროუს ნათლიაა. 

 

#4  ანტონიო ბანდერასი და დაკოტა ჯონსონი
ანტონიო ბანდერასი დაკოტა ჯონსონის მამინაცვალია. გოგონას კინემატოგრაფიული კარიერა ფილმით „შეშლილი ალაბამაში“ დაიწყო. რეჟისორიც სწორედ ანტონიო ბანდერასი გახლდათ.

 

#5  ხოაკინ ფენიქსი და ბენ აფლეკი
ხოაკინ ფენიქსის უმცროსი და ცოლად გაყვა ბენ აფლეკის ძმას, კეისი აფლეკს. მათ უკვე საერთო დისშვილი და ძმისშვილი ჰყავთ.

 

#6 ჯეისონ მომოა და ზოი კრავიცი
ჯეისონ მომოამ ლენი კრავიცის ყოფილ ცოლზე, ლიზა ბონზე იქორწინა. შესაბამისად ზოი კრავიცის მამინაცვალი გახდა.

 

#7   ჯონა ჰილი და ბინი ფელდშტეინი 
ჯონა ჰილი და ამომავალი ვარსკვლავი ბინი ფელდშტეინი და-ძმანი არიან. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელია. ჯონას ნამდვილი გვარი ფელდშტეინია.

 

#8  ბიანკა ლოუსონი და ბიონსე 
სერიალ ვამპირის დღიურების ვარსკვლავი ბიანკა ლოუსონი და ბიონსე ნახევარდები არიან. საქმე იმაშია, რომ ბიანკას მამამ, რიჩარდ ლოუსონმა, ცოლად ბიონსეს დედა შეირთო.

 

#9 ჯულია რობერტსი და ემა რობერტსი
ემა რობეტსი ჯულია რობეტსის ძმისშვილია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ემას მამა, ოსკარის ნომინანტი ერიკ რობერტსია.


 

#10  ანჯელინა ჯოლი და ჯონ ვოიტი 
ანჯელინა ჯოლი  არც მეტი, არც ნაკლები ჯონ ვოიტის შვილია. მამა-შვილს საერთო ჯამში, ოსკარის 6 ნომინაცია დაუგროვდათ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top