რას უყურებენ რეჟისორები კარანტინში? - მარტინ სკორსეზეს TOP 10 ფილმი

ეს პერსონა

კარანტინის ჟამს, როცა თითოეულ ჩვენგანს სახლში დარჩენა უწევს, მოწყენა ძალიან მარტივია. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. "ეS პერსონა" ზრუნავს თქვენს განწყობაზე და გთავაზობთ მარტინ სკორსეზეს 10 საყვარელ ფილმს. გვერწმუნეთ, ეს თქვენს დღეებს  აუცილებლად გაამრავალფეროვნებს.
#დარჩისახლში

 

#1 სტენლი კუბრიკის "2001: კოსმოსური ოდისეა"/ 2001: Space Odyssey (1968)
დეივ ბოუმანს (კირ დულეა) და სხვა ასტრონავტებს საიდუმლო მისიაზე კოსმოსში აგზავნიან. ხომალდს  კომპიუტერული სისტემა  "HAL" მართავს, რომლის უცნაური "ქცევაც"  ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს  ფატალურ კონფლიქტამდე მიიყვანს. Შედეგი -  დროისა და სივრცის უსასრულო დერეფნებისკვეთა და კაცობრიობის ახალი განთიადი...

 

#2 ორსონ უელსის "მოქალაქე კეინი"/ Citizen Kane (1941)
ახალგაზრდა ჟურნალისტს, მედია მაგნატ  ფოსტერ კეინის (ორსონ უელსი) უკანასკნელი სიტყვის მნიშვნელობის გაგებას ავალებენ. Გამოძიების დროს ნათელი ხდება, რომ  კეინის წარსული ჩახლართული და იდუმალია. მიუხედავად იმისა, რომ კეინის მეგობარი (ჯოზეფ კოტენი) და მისი საყვარელი (დოროთი ქამინგორი) რამდენიმე საინტერესო ფაქტს გამოააშკარავებენ, ჟურნალისტი შიშობს, რომ ვერასდროს გაიგებს რას ნიშნავდა კეინისთვის “ვარდის კოკორი”. 

 

#3 ალფრედ ჰიჩკოკის "თავბრუსხვევა"/ Vertigo (1958)
სიმაღლის შიშით შეპყრობილ Ყოფილ პოლიციელს (ჯეიმზ სტიუარტი), ძველი ნაცნობი სამსახურში იმისთვის აიყვანს, რომ მის ცოლს (კიმ ნოვაკი) თვითმკვლელობა გადააფიქრებინოს.  როგორც ჰიჩკოკს სჩვევია, ფილმი მოულოდნელობებითაა სავსე და ყველაფერი ისე არ აღმოჩნდება როგორც თავიდან ჩანს. ფილმი რეჟისორის ერთ-ერთ მთავარ შედევრად ითვლება. 

 

#4 ფედერიკო ფელინის 8½ (1963)
იტალიელი რეჟისორს გუიდო ანსელმის (მარჩელო მასტროიანი) შემოქმედებითი კრიზისი მაშინ ეწყება, როცა ის ახალი ფილმის გადაღებაზე იწყებს მუშაობას. Რეჟისორი საკუთარ ფიქრებში იწყებს მოგზაურობას, რომლებიც ძირითადად ძველ და ახალ სასიყვარულო ისტორიებს მოიცავს. ჩახლართული ოდისეები რეჟისორს ფილმის გადაღებაში ეხმარება, თუმცა  ნელ-ნელა იაზრებს, რომ მისი ნამუშევარი ავტობიოგრაფიული  გამოდის. 

 

#5 ლუკინო ვისკონტის "ლეოპარდი"/ The Leopard (1963)
სიცილიელი არისტოკრატების ოჯახი რთულად ეჩვევა სოციალურ ცვლილებებს, რომელიც 1860-იან წლებში იტალიის გაერთიანებას მოჰყვა. Როცა სასწორის ერთ მხარეს ტრადიციები, ხოლო მეორე მხარეს კომფორტი დგება, არისტოკრატთა ოჯახი კომფორტს ირჩევს. Ამაყი თუმცა პრაგმატული უფლისწული დონ ფაბრიციო სალინა (ბარტ ლანკასტერი) თავის ძმიშვლის (ალენ დელონი) აძლევს  უფლებას, რომ ცოლად ლამაზი ანჟელიკა (კლაუდია კარდინალე) შეირთოს, რომელიც ბურჟუაზიული ოჯახიდანაა.

 

#6 რობერტო როსელინის "თანამემამულე"/Paisan (1946)

ფილმი, რომელიც რობერტო როსელინმა  მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ  გადაიღო, ექვსი ნაწილისგან შედგება. თითოეული ნაწილი მოგვითხრობს ურთიერთობების შესახებ, რომელიც ამერიკელ ჯარისკაცებსა და გათავისუფლებულ იტალიელებს შორის ყალიბდებოდა. ფილმის ბოლოს ნათელი ხდება, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა, რადგან გერმანელი ჯარისკაცები ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე აპირებენ.

 

#7 ჯონ ფორდის "მძებნელები"/ The Searchers (1956)

ჯონ ფორდის კლასიკური ვერსტერნი. Ითან ედვარდსი (ჯონ ვეინი) სამოქალაქო ომის შემდეს სახლში ბრუნდება, რა დროსაც იგებს, რომ მისი ნათესავები კომანჩებმა ამოხოცეს. ცოცხალი დატოვეს მხოლოდ ედვარდსის ძმისშვილი დებისა (ნატალი ვუდი), რომელიც დატყვევებული ჰყავთ. ედვარდსი გოგონას გათავისუფლებას გადაწყვეტს.  

 

#8 ანჯეი ვაიდას "ფერფლი და ბლირიანტები"/ Ashes and Diamonds (1958)

1945 წლის მაისში  და გერმანული ჯარი დანებდა. Ომი დასრულდა ყველგან, მაგრამ პოლონეთში არა. Მას შემდეგ რაც გერმანული ჯარები პოლონეთს ტოვებენ, ძალაუფლების იერარქიის დალაგების შესაძლებლობა, რუსული ძალებისა და პოლონელი მეომრების ხელში რჩება. ამ ვითარების გამო, პოლონელ დაქირავებულ მკვლელს, რუსი ჯარისკაცის მოკვლას ავალებენ. ეს უკანასკნელი მორალური დილების წინაშე აღმოჩნდება, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ,  ამ ჯარისკაცთან ერთად  ომში,  საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძოდა. იგი იწყებს ფიქრს, თუ რისთვის იბრძოდა ომში...

 

#9 მაიკლ პოუელის და ემირიკ პრესბურგერის "წითელი ფეხსაცმელები"/The Red Shoes (1948)
ამ კლასიკურ დრამაში, ვიკი ფეიჯი (მოირა შერერი) ნიჭიერი ბალერინაა, რომელსაც სიყვარულსა და ცეკვისთვის თავდადებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმძღვანელი ბორის ლერმონტოვი (ანტონ უალბრუკი) აიძულებს მას დაივიწყოს ყველაფერი ბალეტის გარდა, ვიკის ახალგაზრდა კომპოზიტორი ჯულიან კრასტერი (მარიუს გორინგი) შეუყვარდება. Ვიკის გადაწყვეტილებას, ორივე შემთხვევაში სერიოზული შედეგები მოჰყვება. 

 

#10 კენჯი მიზოგუჩის "უგეცუ მონოგატარი"/ Ugetsu Monogatari (1953)  
ფილმის მოქმედება მე-16-ე საუკუნის იაპონიაში ვითარდება. ორი გლეხი გენჯურო (მასაიუკო მორი) და ტობეი (საკაე ოზავა) რამდენიმე ჯარისკაცს ხელაკეთ ჯამებს მიჰყიდიან. გლეხების საქციელი კანონდარღვევაა, რადგან არავის აქვს უფლება,  ფინანსური მდგომარეობა ომის ხარჯზე გაიუმჯობესოს. გენჯუროს სწრაფვა სიმდიდრისკენ და ტობეის ოცნება, გახდეს სამურაი, შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top