უცნობი და საინტერესო ფაქტები ავსტრალიის შესახებ

ეს პერსონა

ყველაზე პატარა კონტინენტი და ამავე დროს სიდიდით მეექსვე ქვეყანა მსოფლიოში - 12 საინტერესო ფაქტი ავსტრალიაზე


 

#1 დიდ ბარიერულ რიფს  საკუთარი საფოსტო ყუთი აქვს. 

 

#2 1828 წლიდან 1902 წლამდე  ზღვში ჩასვლა აკრძალული იყო.  კანონი პირველად  მენლის სანაპიროზე დაარღვიეს.  ბრალდებული დააპატიმრეს, მაგრამ ბრალი არ წაუყენებიათ. ამიტომ  სხვა ადამიანებმა მის მაგალითს მიბაძეს.

 

#3 სიდნეის ოპერის თეატრი -  XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა და განთქმული საკონცერტო დარბაზი 1957 წელს დაარსდა.

 

#4 ავსტრალია  მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვის მიხედვით,  მსოფლიოში  მე –9 ადგილზეა. საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს ორ ადამიანს  კვადრატულ კილომეტრზე.

 

#5  ავსტრალიაში10 000-ზე მეტი სანაპიროა. 

 

#6 ავსტრალია სამჯერ უფრო დიდია გრენლანდიაზე, რომელიც მსოფლიოს უდიდეს კუნძულად მიიჩნევა. თუმცა, ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზით, ავსტრალია არ შედის კუნძულთა სიაში.

 

#7 მსოფლიოში ყველაზე დიდი აქლემების პოპულაცია ავსტრალიაშია.  უდაბნოში დაახლოებით 750,000 აქლემი ბინადრობს.

 

#8 საბერძნეთის შემდეგ,  მელბურნში ყველაზე მეტი ბერძენი მოსახლეა. 2001 წლის მდგომარეობით, მელბურნში  151,785 ავსტრალიელი ბერძენი ცხოვრობდა.


#9 ავსტრალიაში მდებარეობს ყველაზე გრძელი ღობე  (კუინსლენდიდან  სამხრეთ ავსტრალიამდე) (5613 კმ). ღობე ველური ძაღლის, დინგოსგან თავდასაცავად ააგეს. 

 

#10 ავსტრალიაში ირწმუნებიან, რომ „უგები“ პირველად მათთან გამოჩნდა. (ახალი ზელანდია არ ეთანხმება ამ განცხადებას).  ავსტრალიელების მტკიცებით, ამ კომფორტულ ფეხსაცმელს  ავსტრალიის სოფლებში ჯერ კიდევ 1920-იან წლებში ხმარობდნენ. 

 

#11 ავსტრალიის გერბზე გამოსახულია ფაუნის ორი წარმომადგენელი -  წითელი კანგურუ და სირაქლემა ემუ. მათ უკუსვლით მოძრაობა (ნაბიჯის გადადგმა) არ შეუძლიათ. აღნიშნული წარმოადგენს ავტრალიის ერთგვარ სიმბოლოს - "მივდივართ მხოლოდ წინ".

 

#12 ავსტრალიის ეროვნული ძვირფასი ქვა ოპალია. ქვეყანა აწარმოებს მინერალის  97% -ს. უმეტესობა სამხრეთ ავსტრალიაში მოიპოვება.

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top