ინდოეთის 12 არქიტექტურული შედევრი - ფოტოკოლაჟი

ეს პერსონა

მრავალფეროვანი კულტურის და ეგზოტიკური ბუნების გარდა, ინდოეთი გამორჩეულია შთამბეჭდავი ისტორიული სამლოცველოებით და ფუტურისტული შენობებით, რაც  ქვეყნის მზარდ გლობალურ სტატუსს კარგად ასახავს.

გთავაზობთ  ინდოეთის ყველაზე ცნობილი შენობების ფოტოებს,  რომლებიც  ისტორიითა და კულტურით მდიდარი ქვეყნის  მონახულებას მოგანდომებთ.

 

#1 ტბის სასახლე

აშენებულია 1746 წელს.

მდებარეობს ქალაქ უდაიპურში, რაჯასტანის შტატში.

ამჟამად ტბის სასახლე,  ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროს წარმოადგენს. შენობა უდაიპურის ტბის, პიჩოლას შუა გულში მდებარეობს. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს თეთრი მარმარილოსგან გათლილი მშვენება, წყალზე დაცურავს.

თავდაპირველად შენობა მაჰარაჯა ჯაგატ სინგჰ II-ის რეზიდენციას წარმოადგენდა, მაგრამ 1950-იანი წლებისთვის  სასახლე მიტოვებული აღმოჩნდა და ის სასტუმროდ გადააკეთეს.

საინტერესო ფაქტი: ეს შენობა უნდა გეცნოთ, თუკი ჯეიმს ბონდის ფანი ხართ. ტბის სასახლე 1983 წლის ფილმ „რვაფეხაშია“ ნაჩვენები.

 

 

#2 კონარაკეს მზის ტაძარი

აშენებულია დაახლოებით 1250 წელს.

მდებარეობს ქალაქ კონარეკეში, ოდიშას შტატში.

UNESCO-ის მსოფლიოს მემკვიდრეობის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კონარაკეს ტაძარი ინდური სატაძრო არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია. ტაძარივ სამლოცველო ინდუისტური მზის ღმერთის, სურიას საპატივცემულოდაა აგებული. შენობა მიმართულია აღმოსავლეთისკენ, რათა შეეგებოს ამომავალ მზეს.

ტაძარს უზარმაზარი ეტლის ფორმა აქვს, რომელზეც 7 ცხენია შებმული (აქედან მხოლოდ 6-ია შემორჩენილი), ასევე აქვს 12 წყვილი ბორბალი, რაც კვირის დღეებისა და წლის თვეების სიმბოლოებს წარმოადგენს.

მიიჩნევენ, რომ ტაძარი სიმაღლეში 70 მეტრს აღწევდა, თუმცა შემდგომში დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოს ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული, ის ე.წ. კალინგას რეგიონის არქიტექტურის ბრწყნვალე ნიმუშად მიიჩნევა.

საინტერესო ფაქტი: ტაძრის რელიეფზე ლომები, ჩიტები, მითოლოგიური არსებები, მუსიკოსები, მოცეკვავეები და ასევე ეროტიკული სცენებია გამოსახული.

 

#3 სასტუმრო თაჯ-მაჰალი

აშენებულია 1903 წელს.

მდებარეობს მუმბაიში.

თაჯ-მაჰალის სამეფო სასტუმრო მუმბაის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს. მშენებლობა ორმა ინდოელმა არქიტექტორმა დაიწყო, თუმცა ინგლისელმა ინჟინერმა დაასრულა.

სასტუმრო ძირითადად  ვარსკვლავებსა და პოლიტიკოსებს მასპინძლობს. 

საინტერესო ფაქტები: მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სასტუმრო საავადმყოფოდ გადააკეთეს. 2008 წელს იქ ტერორისტული თავდასხმა მოხდა.

 

#4 Infosys

აშენებულია 2006 წელს.

მდებარეობს პუნას შემოგარენში, მაჰარაშტრას შტატში.

 ამოუცნობი მფრინავი ობიექტის მაგვარი შენობა, ინდოელი არქიტექტორის ჰაფიზ კონტრაქტორის დაპროექტებულია. პირველი კვერცხისებური ნაგებობა 2006 წელს დაასრულეს, მეორე კი, მოგვიანებით მიაშენეს.

შენობებას 5 სართული აქვს და 10 გრადუსიანი კუთხითაა გადახრილი.

საინტერესო ფაქტი: ჰაფიზ კონტრაქტორის მიერ დაპროექტებულ შენობებს, მთელი ინდოეთის მასშტაბით შეგიძლია, წააწყდეთ. მაგალითად, ტყუპ საიმპერატრო კოშკებს მუმბაიში.

 

#5 რაშტრაპატი-ბხავანი (პრეზიდენტის სახლი)

აშენებულია 1929 წელს.

მდებარეობს ნიუ-დელიში

რაშტრაპატი-ბხავანი ინდოეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა. H-ფორმის შენობა ბრიტანელთა ბატონობის დროს ააგეს და თავდაპირველად განკუთვნილი იყო მეფისნაცვლისთვის. 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ნაგებობას ხელისუფლების სახლი უწოდეს, 1950 წელს კი,  რაშტრაპატი-ბხავანის სახელი ერგო.

შენობის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი, ცენტრში მდებარე მაღალი გუმბათია. რეზიდენცია ძირითადად ქვისგანაა აგებული და  დიზაინი ელინური და ინდური არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს.

საინტერესო ფაქტი: შენობაში 340 ოთახია, ხოლო დერეფნების საერთო სიგრძე - 2.5 კილომეტრს შეადგენს.

 

#6 ვიქტორიას მემორიალი

აშენებულია 1921 წელს.

მდებარეობს კოლკატაში (იგივე კალკუტა) 

ვიქტორიას მემორიალი ბრიტანეთის მმართველობის ხანის კიდევ ერთი არქიტექტურული ნიმუშია. ამჟამად, ფუნქციონირებს როგორც მუზეუმი და აღმოსავლეთ ინდოეთის უდიდესი ქალაქის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

შენობა ინდურ-გოთური არქიტექტორული სტილების ნაზავს წამოადგენს. მემორიალის ცენტრალურ გუმბათზე დედოფალ ვიქტორიას 56-მეტრიანი ქანდაკება დგას.

საინტერესო ფაქტი: ვიქტორიას მემორიალის მშენებლობისას გამოიყენეს რაჯასთანის იმავე კარიერის მარმარილო, რომლისგანაც თაჯ-მაჰალი ააგეს. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ შენობა ცოტათი თაჯ-მაჰალს მოგაგონებთ.

 

#7 მაისურის სასახლე

აშენებულია 1012 წელს.

მდებარეობს მაისურში, კარნატაკას შტატში.

მაისურის სასახლე ინდურ-გოთური აღორძინების სტილის ნიმუშია. შენობა სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. სასახლე ბრიტანელი არქიტექტორის, ჰენრი ირვინის მიერაა დაპროექტებული. ნაგებობა კვადრატული კოშკებისგან შედგება, რომლებიც  ვარდისფერი გუმბათებით არის გადახურული.

საინტერესო ფაქტი: კვირაობით, სადღესასწაულო დღეებსა და ადგილობრივი დასარას ფესტივალის დროს, შენობაში 100 000 ლამფარს (?) ანთებენ.

 

#8 ხავა-მაჰალი

აშენებულია 1799 წელს.

მდებარეობს ჯაიპურში, რაჯასტანის შტატში. შენობა წითელი და ვარდისფერი ქვიშაქვისგანაა აგებული, უჩვეულო ვიზუალს კი,   950 ფანჯარა ქმნის.  ნაგებობის სახელწოდება ითარგმნება, როგორც „სიოს ტაძარი“.

საინტერესო ფაქტი: შენობა საძირკველის გარეშე ააგეს,   ვერტიკალურ მდგომარეობას კი, არასტანდარტული  ფორმის წყალობით ინარჩუნებს.

 

#9 ლოტუსის ტაძარი

აშენებულია 1986 წელს

მდებარეობს დელიში.

ლოტუსის ყვავილის ფორმის გამო, ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაგებობაა ინდოეთში.

მრგვალი შენობა 27 ბეტონის ფილისგან შედგება.  ტაძრის ცხრავე მხარეს სამ-სამი „ფოთოლია“ შეჯგუფებული. როგორც ბაჰაიზმის  სამლოცველოებში, ტაძარი ყველა აღმსარებლობის ხალხისთვისაა ღია. ყოველდღიურად მას 10 000 მნხაველი სტუმრობს.

საინტერესო ფაქტი: ტაძარი ირანული წარმოშობის კანადელი არქიტექტორის ფარიბორც საჰბას მიერაა დაპროექტებული.

 

#10 წითელი ფორტი

აშენებულია 1638 წელს.

მდებარეობს დელიში.

წითელი ფორტი მოგოლთა იმპერიის ძლევამოსილების სიმბოლო იყო.

წითელი ქვიშაქვისგან აგებული 33-მეტრიანი შენობა, ისლამური, სპარსული, ტიმურიდული და ინდური არქიტექტურული სტილთა ნაზავია.

საინტერესო ფაქტი: ზემო ხედიდან ჩანს, რომ წითელ ფორტს რვაკუთხედის ფორმა აქვს.

 

#11 ოქროს ტაძარი

აშენებულია 1600-იანი წლების დასაწყისში.

მდებარეობს ამრიცარში, პუნჯაბის შტატში.

ოქროს ტაძარი მსოფლიოს უდიდესი გურდვარაა (სიქების სამლოცველო) და ინდოეთის ერთ-ერთი უძვირფასესი ნაგებობა. დეკორირებულია მარმარილოს სკულპტურებით, ოქროსი და სხვა ძვირფასი თვლები. სტუმრები ტაძარში  წვრილი ბილიკის გავლით შედიან, რომელსაც გურუს ხიდს ეძახიან.

შენობა არ არის დიდი, რადგან აგებულია 6 კვადრატული მეტრის პლატფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი სიქების სამლოცველოა, წარმოადგენს ინდურ და ისლამურ არქიტექტორული სტილთა ნაზავს.

საინტერესო ფაქტები: ტაძარის იერ-სახე საუკუნეების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. 

 

#12 თაჯ-მაჰალი

აშენებულია 1648 წელს.

მდებარეობს აგრასში, უტარ-პრადეშის შტატში.

პირველი შენობა, რომელიც ინდოეთთან ასოცირდება, სწორედ თაჯ-მაჰალია. 2007 წელს გლობალური კონკურსის ფარგლებში ის მსოფლიოს 7 ახალ საოცრებას შორის მოხვდა. მოგოლთა იმპერატორის, შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, შენობა მისი  გარდაცვლილი ცოლის, მუმთაზ მაჰალის მავზოლეუმი უნდა გამხდარიყო.  UNESCO-ს განცხადებით, თაჯ-მაჰალი ინდურ-ისლამური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია.

საინტერესო ფაქტი: თაჯ-მაჰალის ინსპირაციის წყარო დელიში მდებარე ჰუმაუნის აკლდამა გახდა.

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top