ცნობილი მსახიობები, რომლებსაც ფილმებში აღარ იღებენ

ეს პერსონა

არც ისე დიდი ხნის წინ, ეს მსახიობები დიდების პიკზე იმყოფებოდნენ. დღეს კი მათი სახელები მხოლოდ თავდადებულ გულშემატკივრებს ახსოვთ. ნუთუ, ოდესღაც  პოპულარულ და აღიარებულ მსახიობებს, უმნიშვნელო როლებსაც აღარ ანდობენ? ვის სახელებს ვეღარ ვხედავთ ტიტრებში? მართლა აღარ დადგება მათი "დიდების ხანა?"

"ეS პერსონა" წარმოგიდგენთ 10 მსახიობს, რომლებსაც ფილმებში აღარ იღებენ:

#1 ჰილარი სუონკი

ჰოლივუდი ხანგრძლივ არდადეგებს არ პატიობს. ეს ეხება ყველას, ოსკარის მფლობელებსაც კი. ამის ნათელი მაგალითია ჰილარი სუონკი, რომელმაც  ოსკარის პრემია ორჯერ მიიღო. კინოს დატოვება ვარსკვლავს ოჯახურმა გარემოებებმა აიძულა. მსახიობის მამას, რომელმაც უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა, სერიოზული ყურადღება სჭირდებოდა, სუონკმა კი ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ გააკეთა. 

 

#2 ბრენდან ფრეიზერი

ფილმ "მუმიაში" განსახიერებულმა რიკ ო'კონელის როლმა ბრენდან ფრეიზერს, საყოველთაო აღიარება მოუტანა. შოუბიზნესის რადარებიდან მსახიობის გაქრობამ ათასგვარი ჭორი გამოიწვია. პრესა წერდა, რომ ფრაიზერმა დალევა დაიწყო და ცოლთან განქორწინების გამო," დეპრესიის უფსკრულში ჩავარდა". თავად ფრეიზერი ამტკიცებდა, რომ ფილიპ ბურკემ გაანადგურა მისი კარიერა. ბრენდანის თქმით, ჰოლივუდის საგარეო პრესის ასოციაციის პრეზიდენტი,  სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყო. მასზე კი შური მხოლოდ იმიტომ იძია, რომ რომანტიკულ ურთიერთობაზე უარი უთხრა. მსახიობმა  ბურკეს რამდენჯერმე უჩივლა,  მაგრამ გავლენიანი კინორეჟისორის კავშირები გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა. გარდა ამისა, გადაღებებზე ტრიუკების შესრულების დროს მიღებულმა დაზიანებებმა,  მსახიობს ფორმაში ჩადგმა გაურთულა.


#3 კეტრინ ზეტა-ჯონსი

კეტრინ ზეტა-ჯონსის კარიერას დიდი ზაინი  მეუღლის ავადმყოფობამ მიაყენა. მაიკლ დუგლასს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ასევე დაუდგინდა ბიპოლარული აშლილობა.

 

#4 მაკოლეი კალკინი

მაკოლეი კალკინის  გაგონებისას, მაყურებელს დაუყონებლივ პატარა და ქერა ბიჭუნა ახსენდება  ფილმიდან " მარტო სახლში". მსახიობის ბრწყინვალე კარიერა, ძალიან მალე დასრულდა. კალკინი პრესის გვერდებზე მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში ჩნდებოდა. (თვითმკვლელობის მცდელობა,  ნარკოტიკების მოხმარება) მაკოლეიმ შეძლო ნორმალური ცხოვრების დაბრუნება, მაგრამ სასტიკი სამსახიობო კონკურენციის პირობებში თავის დამკვიდრება უჭირს.

 

#5 მეგ რაიანი

ნიჭიერი მსახიობი მეგ რაიანი, რომელსაც ბევრი ადამიანი  რომანტიკული კომედიის ფუძემდებლად მიიჩნევს, ჰოლივუდიდან გაიჩინარდა.  პრესა ბევრ ვერსიაზე საუბრობს, მათ შორისაა წარუმატებელი პირადი ცხოვრება, ახალი გარეგნობა (მან ბევრი პლასტიური ოპერაცია გაიკეთა) და სხვ.

 

#6 ტეილორ ლაუტნერი

Twilight ფრენჩაიზის დასრულებისთანავე, ტეილორ ლაუტნერის მეგაპოპულარობა დასრულდა. მსახიობმა რამდენიმე პროექტში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ წარმატება არცერთს მოჰყოლია.  ამასთან, ის სხვადასხვა  პროექტში მონაწილეობისთვის საკმაოდ დიდ თანხას ითხოვდა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსახიობი არც ასეთი "ძვირი ღირს".


                      

#7 კამერონ დიაზი

პირველი სადებიუტო ფილმის, "ნიღაბი"-ს გამოსვლის შემდეგ, კამერეონ დიაზი დიდ წარმატებას ეზიარა.
20-წლიანი სამსახიობო კარიერის შემდეგ, მსახიობმა ტაიმაუტი აიღო, შემდეგ კი,  განაცხადა, რომ პენსიაზე გადის. 

 

#8 ჯონ ტრავოლტა

ჯონ ტრავოლტას  ფილმოგრაფიაში ნამდვილად არის გამორჩეული და დასამახსოვრებელი როლები. რად ღირს მხოლოდ "ბრიოლინი" და "მაკულატურა". თითქოს  მსახიობს კინოსამყაროში საკუთარი ადგილი მყარად ეკავა, თუმცა ვარსკვლავურმა პრეტენზიებმა, უზარმაზარმა გადასახადებმა თუ სექსუალურმა სკანდალმა, მის კარიერას ფაქტობრივად დაღი დაასვა. 

 

#9 კეტრინ ჰეიგლი

ვერც სერიალ „გრეის ანატომიის“ პერსონაჟმა,  კეტრინ ჰეიგლმა შეძლო კარიერის შენარჩუნება. კოლეგები მას, კონფლიქტურ და  ამბიციურ ადამიანად ახასიათებდნენ, რამაც შესაძლოა  მსახიობის წარუმატებლობა განაპირობა.

 

#10 ედი მერფი

მერფის მონაწილეობით კომედიები სულ უფრო წამგებიანი ხდებოდა, 2012 წელს კი იგი Forbes– მა  ყველაზე წამგებიან მსახიობად დაასახელა.  როგორც ჩანს, 90-იანი წლების იუმორი,  XXI საუკუნეში არარელევანტურია!

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top